გიორგი ასანიძე (44 წლის)
  • ძალოსანი
  • 30 აგვისტო, 1975 წელი - დაიბადა საჩხერეში
  • დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ძალოსანი. მან 2000 წლის ზაფხულის ოლომპიადაში მოიგო ბრინჯაოს მედალი, ხოლო 2001 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. სწორედ, ამ წლიდან მან თავისი ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი. ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2014 წლებში იგი, ამჯერად, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება. აღნიშნავდა, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება სამშობლოს სიყვარულს უკავშირდებოდა.

  • ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი თქმით, რომ არა სპორტი, აუცილებლად ექიმი გახდებოდა. უყვარდა ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა და საკმაოდ, მაღალი ქულებიც ჰყავდა ამ საგნებში. მისი მთავარი მიზანია „ვიყო ჯარისკაცი, კიდევ ჯარისკაცი და კიდევ ჯარისკაცი“. მისი ჰობი გალაქტიკას უკავშირდება და კოსმოსში გაფრენის სურვილი აქვს.
  • 2013 წლიდან იგი აქტიურ სპორტულ კარიერას უბრუნდება და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი ხდება. მას, რამდენჯერმე მოპოვებული აქვს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტული. დაჯილდოებულია ღირსების და ვახტანგ გორგასლის  II და III ხარისხის ორდენებით. არის ათენის საპატიო მოქალაქე. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top