ელენე გედევანიშვილი (29 წლის)
  • მოციგურავე
  • 07 იანვარი, 1990 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა პლიმუთის უნივერსიტეტში ფიზიკური დატვირთვისა და სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე

  • მოციგურავე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გამოჩენილი ქართველი მოციგურავე. 2003 წელს იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა ფიგურულ სრიალში და მისი წარმატებაც სწორედ, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. 5 წლის იყო, როდესაც ფიგურულ სრიალში ვარჯიში დაიწყი, თავდაპირველად თბილისის საციგურაო მოედანზე ვარჯიშობდა. მალევე, მწვრთნელებმა ელენეს მშობლებს ურჩიეს, რომ ის მოსკოვში წაეყვანათ და იქ გაეგრძელებინა ვარჯიში. 2000 წელს, ელენე დედასთან ერთად, მართლაც მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და ბუანოვასა და ბლაგოვას ხელმძღვანელობით შეუდგა ვარჯიშს. 2006 წელს, ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე მე-5. ამავე წელს, ესტონეთის გრან-პრის გამარჯვებული გახდა. იგი პირველი და ერთადერთი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. არის სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მას არც ერთ სერიოზულ ტურნირში აღარ მიუღია მონაწილეობა. ამჟამად, ამერიკაში, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს და „ჰეკენსაკის ყინულის სახლის“ მწვრთნელია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი მონაწილეობდა მსოფლიოს 7 ჩემპიონატზე და 7 ევროპის პირველობაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი. იგი ასრულებს ერთ-ერთ ურთულეს ილეთს - „ბილმანის ორმაგ ბრუნს“. მუშაობდა მოდელად სარეკლამო ფოტოსესიებისთვის.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top