ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) (32 წლის)
  • სუმოისტი
  • 13 ოქტომბერი, 1987 წელი - მცხეთა, საქართველოს სსრ
  • სწავლობდა მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. დაამთავრა თბილისის სამედიცინო სასწავლებელი

  • მედიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სუმოისტი. ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინმა 2018 წელს  ნაცუ ბაშოში (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და საიმპერატორო ტახტის გამარჯვებული გახდა. სპორტის ეს სახეობა საქართველოში პოპულარული სწორედ ტოჩინოშინის წყალობით გახდა. 2018 წლის, ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ იგი ოძეკის ტიტულზე წარადგინდა და მალევე, ამ რანგის ოფიცილაურად გადაცემის ცერემონიაც გაიმართა. სამწუხაროდ, 2019 წლის მარტში მან ოძეკის ტიტული დაკარგა. ზაფხულის ნაცუ ბაშოზე, მას 15 შეხვედრიდან 10ში გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ეს ტიტული უკან დაებრუნებინა. და მან, ეს მისია პირნათლად შეასრულა. იგი გახდა სუმოის ისტორიაში მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე შეძლო ტიტულის თავიდან მოპოვება. წარმატებული სპორტსმენი, 13 წელზე მეტია, რაც იაპონიაში ცხოვრობს. მისი ზედმეტსახელიც იაპონური წარმოშობისაა. „ტოჩი“ - კასუგანო ბეიას სკოლის მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის, ხოლო „შინი“ - კი გულს ნიშნავს.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • რომ არა სუმო, ძიუდოისტი იქნებოდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ აუცილებლად სპორტსმენი გამოვიდოდა და ამის გამო, ბავშვობიდან დაუღალავად ვარჯიშობდა. სამედიცინო ტექნიკუმში სიარულის პარალელურად, სამბოში ვარჯიშობდა და უცხოეთში წასვლაზე და იქ ასპარეზობაზე ოცნებობდა. მისთვის ყველაზე საამაყო ორთაბრძოლაა - შეხვედრა, რომლის დროსაც დაამარცხა ოძეკი ჰარუმაფუჯი. შეჯიბრის წინ, დოჰიოზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით ადის და ოცნებობს, კიდევ ერთი წარმატება მოუტანოს ქვეყანას. რადგან, საქართველო ის ადგილია, რომლის გარეშეც მას სიცოცხლე არ შეუძლია. თავისუფალ დროს, ღამის კლუბებში ერთობა. აქსესუარებიდან, განსაკუთრებულად უყვარს საათები, ფრაზებიდან ყველაზე ხშირად ამბობს „შენ გენაცვალე“. მასზე ყველაზე დიდი გავლენა დედამ მოახდინა და უამრავ გულშემატკივრის შეძახილებს შორის, ყოველთვის შეუძლია დედის ხმის გამორჩევა. მისი საყვარელი წიგნებია - „მგლები“ და „დათა თუთაშხია“, მუსიკოსებიდან კი - თემურ ყვითელაშვილი. რაც შეეხება სპორტსმენებს, გამოჰყოფს - დავით ხახალეიშვილს.
  • მისი დებიუტი 2006 წელს შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონის წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრამვის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მესამე დივიზიონიდან დაიწყო. არის მცხეთის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი

ეს პერსონა
Top