კახი კახიაშვილი (50 წლის)
  • ძალოსანი
  • 13 ივლისი, 1969 წელი - დაიბადა ცხინვალში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი

  • მანქანათმშენებელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ძალოსანი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავლგზის რეკორდსმენი ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და დსთ-ს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის საუკეთესო სპორტსმენი. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • კახი კახიაშვილი, საქართველოს სახელით, მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1992 წელს გახდა. 1994 წელს, ქვეყანაში მძიმე ვითარების გამო, საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად და აკაკიოს კაკიაშვილისად იქცა. 1996 და 2000 წელს ოლიმპიადებზე უკვე საბერძნეთის სახელით იასპარეზა და გამარჯვებაც მოიპოვა. ის არის უნიკალური სპორტსმენი, რომელიც ოთხი სხვადასხვა ქვეყნის: საქართველოს, დსთ-ს, საბერძნეთის და საბჭოთა კავშირის სახელით ადიოდა ფიცარნაგზე. 2005 წელს, ის სამშობლოში ჩამოვიდა და მოქალაქეობაც დაიბრუნა. აქტიური სპორტიდან წასლის შემდეგ, ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top