თეონა დოლენჯაშვილი (44 წლის)
  • მწერალი, ჟურნალისტი
  • 25 თებერვალი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი და ჟურნალისტი. ლიტერატურულ ასპარეზზე 2004 წლიდან გამოჩნდა. წერა ლექსებით დაიწყო, მაშინ ხუთი წლის იყო. თუმცა, პოეზიას პროზა არჩია, აღნიშნავდა, რომ ლექსების წერას ამბის მოყოლა ერჩია. წერს აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე, დრამატული მწერალია და ამბობს, რომ თითოეული მისი ნაწარმოები მის განცდებისა და გრძნობების შესახებ გვიყვება. მისმა მოთხრობამ „ფიდაიმ“ „პარნასის“ პრიზი აიღო, ხოლო რომანი „მემფისი“ და მოთხრობა „იანვრის მდინარე“ ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდნენ. დაწერილი აქვს, ასევე რომანი „რეალური არსებები“ და „პერსონალური ქრისტე“, რომელიც ოთხ სხვადასხვა სახის მოთხრობას აერთიანებს, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან ნოსტალგიური, აპოკალიფსური და დესტრუქციული მოვლენები. 
    წერის პარალელურად, „ანაკლია სითის კონსორციუმის“ პიარ-მენეჯერია. „მაინც აშენდება, ანაკლია ყველას პროექტია“ - ამ სიტყვებით ეხმიანება, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, რომლის თქმითაც ის და ბადრი ჯაფარიძე აქციებს „ანაკლიის კონსორციუმში“ სამართავად გადასცემენ საერთაშორისო სატრასტო ფონდს, ვიდრე არ გაქარწყლდება მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები. მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა კიდეც მამუკა ხაზარაძის მხარდასაჭერი სტატუსი და არსებული ხელისუფლება გააკრიტიკა. „ე.წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ დაწყებულია ჩვეულებრივი სტალინური რეპრესიები“ - წერდა ის. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებია ვიღაც უხილავმა „მწერალმა“ დაწერა პატარა თუ დიდი ადამიანების გაფუჭების და გაშვების სცენარი, რომლის დრამატურგიასაც ერთი ცნობილი ქარგა აქვს. 

  • ჰყავს შვილი. მისი მამა - გურამ დოლენჯაშვილი ცნობილი მხატვარია

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ეკატერინე ტოგონიძესთან, ქეთევან ნიჟარაძესთან და რუსუდან ჭყონიასთან.

  • თავადაც ხატავს, უყვარს მოგზაურობა და კლასიკური მუსიკის ფონზე წიგნების წერა. ერთი პერიოდი სულ ქალებს ხატავდა მოდილიანის სტილში. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე წიგნა „ტომ სოიერის თავგადასავალმა“ მოახდინა. მწერლებიდან გამოარჩევს ვირჯინია ვულფს, მარგარეტ ეტვუდს, მარგარეტ იურსენარს.
  • მუშაობდა ქართულ ტელევიზიაში მხატვრული გადაცემების ავტორად და წამყვანად, ხოლო ქართულ პრესაში მუშაობის პერიოდში იყო რეპორტიორი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიმომხილვევლი. მოპოვებული აქვს „მკითხველთა სიმპათიის“ და „წლის ყველაზე რეზონანსული წერილის ავტორის“ პრიზები. ჟურნალ „ფოკუსსა“ და გაზეთ „24 საათში“ მიჰყავდა საავტორო რუბრიკები „საუბრები ლიტერატურაზე“. იყო „24 საათის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ და ჟურნალ „თავისუფალი დროის“ რედაქტორი. 

ეს პერსონა
Top