გიორგი აბურჯანია (24 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 02 მარტი, 1995 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი საფეხბურთო კარიერით. სხვადასხვა წლებში თამაშობდა განსხვავებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებში. ამჟამად 24 წლის ფეხბურთელი ესპანური ლა ლიგას ბინადარ „ლუგოს“ ღირსებას იცავს. ჰოლანდიური გამოცემა twenteinsite მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს რომ, აბურჯანიამ შესაძლოა კარიერა ჰოლანდიურ „ტვენტეში“ გააგრძელოს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „სევილია ატლეტიკოს“ შემადგენლობაში სისტემატურად ასპარეზობდა. მისი თქმით, კლუბის წარუმატებლობის მიზეზი არასტაბილურობა იყო. თუმცა, ამ გუნდში თამაშმა მას ფიზიკური და ტაქტიკური სიძლიერე შემატა. ხოლო რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთელის აზრით, აქ მთავარი პრობლემა ფინანსებია. „სეგუნდა დივიზიონში თითოეული გუნდის სატელევიზიო შემოსავალი 5 მილიონიდან ზევით მერყეობს, საქართველოში კი იქით ეხვეწებიან, მოდი, ჩემპიონატი გააშუქეო“ - ამბობს ის.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მას ტვიტერზე 1610, ხოლო ინსტაგრამზე 7552 გამომწერი ჰყავს.
  • 2015-2016 წლებში ფეხბურთელი „ხიმნასტიკის“ შემადგენლობაში თამაშობდა, მანამდე კვიპროსის „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა. 2010-2012 წლებში „რუსთავის მეტალურგში“, 2012-2014 წლებში კი „გორის დილაში“ ასპარეზობდა. 2014 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ წევრიც იყო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იგი აღნიშნავს რომ, მას მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს და ყოველდღიურ შრომას და ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას აპირებს.

ეს პერსონა
Top