ჯანო ანანიძე (27 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 10 ოქტომბერი, 1992 წელი - დაიბადა ქობულეთში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი საფეხბურთო კარიერით. იგი მოსკოვის „სპარტაკის“ გუნდის წევრი იყო. თუმც, 26 წლის ნახევარმცველი ამჟამად იჯარით „კრილია სოვეტოვში“ თამაშობს. რუსული მედიის ცნობით სპარტაკი ანანიძეს ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებს. ამის მიზეზი მისი მრავალჯერადი ტრამვები გახდა. 8 წლის განმავლობაში მან, დაახლოებით, 17 ტრამვა მიიღო და 845 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ფაქტობრივად, წელიწადში 103 დღეს იუქმებდა. იგი რუსეთის სუპერლიგის ყველაზე ტრამვირებულ ფეხბურთელად არის შერაცხული. მისი ერთ-ერთი წარუმატებლობის მაგალითია „დინამოს“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრაც. „კრილია სოვეტოვის“ ფეხბურთელი  ანანიძე, 75 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მოედანზე. მას არც ერთხელ კარისკენ არ დაურტყამს, არც ერთხელ არ გაუკეთებია ისეთი პასი, რომელიც სიტუაციას გაამწვავებდა და არც ერთხელ მოუტყუებია მეტოქე გუნდის ფეხბურთელი.

  • ჰყავს მეუღლე მარიამ ფურელიანი და ქალიშვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ფეხბურთელს რუსეთში „ჟანოს“ მეტსახელით იცნობენ. მას პირლოსაც ადარებენ. 2003 წლიდან იგი ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა. შემდგომ „ნორჩ დინამოელში“, „დიანმო კიევში“ და მოსკოვის „სპარტაკში“. მას აქვს ჩატარებული რამდენიმე თამაში ეროვნულ ნაკრებში, მათ შორის იტალიისა და თურქეთის წინააღმდეგ. 2016-2017 წლებში ჯანომ სეზონში 22 შეხვედრა მიითვალა და 4 გოლი გაიტანა. ტრამვის მიუხედავად მან რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ყოველთვის მისი მშობლიური ქვეყნის სახელით გამოდიოდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top