გიორგი არაბიძე (21 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 04 მარტი, 1998 წელი - დაიბადა ვანში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი საფეხბურთო კარიერით. იგი წარმატებით ასპარეზობდა უკრაინულ გუნდ დონეცკის „შახტარში". 2018 წელს ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა Tuttosport- მა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის კანდიდატთა გაფართოებული სია გამოაქვეყნა. კანდიდატთა შორის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძეც მოხვდა. 2017 წელს უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, მათ შორის არაბიძეც. მას ქართველ მესიდაც მოიხსენიებენ და მის თამაშს გამოარჩევენ. აღსანიშნავია ისიც რომ, უკრაინულ კლუბში მან სულ 2 სეზონი ითამაშა, მაგრამ მთავარ გუნდში დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა. იგი, ძირითადად, შახტარის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ინსტაგრამზე 35 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს
  • 2005-2013 წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში, 2013 წლიდან კი უკვე მთავარში. „შახტარში“ გადასვლისას, მან უკრაინის პრემიერ ლიგაშიც მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს გადავიდა გუნდ „ნასიონალში“. იგი გამოირჩევა თავისი ტექნიკითა და დრიბლინგით.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top