რეზი არველაძე (50 წლის)
  • ფეხბურთელი, მწვრთნელი
  • 15 ოქტომბერი, 1969 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია,  საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერით.  1992-2000 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. საფეხბურთო კარიერა 1988 წელს დაიწყო რუსთავის „მეტალურგში“. თამაშობდა გერმანიასა და ბელგიაში, 1998 წელს კი დაუბრუნდა თბილისის „დინამოს“. 2009-2015 წლებში იყო ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. 2015 წელს მონაწილეობას იღებდა ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში. ვრცელდებოდა ხმები, რომ მას ეხმარებოდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ მისი ოჯახის წევრები. საბოლოოდ, არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.  2000-2001 წლებში იყო თბილისის  „დინამოს“, ხოლო 2003 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი.

  • ჰყავს მეუღლე თეონა თავართქილაძე, რომელიც ცნობილი ქართველი დიზაინერია და ორი ვაჟი ვატო და ნიკა არველაძეები. ვატო არველაძე აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო მარათონში. რეზი არველაძეს ჰყავს ძმები: აჩი და შოთა არველაძეები, რომლებიც ასევე ფეხბურთელები არიან.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • არველაძეებს დაარსებული აქვთ ფონდი სახელწოდებით „ფონდი არველაძე“. ფონდი ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ზრუნავს. ეხმარებიან სოციალურად დაუცველ, ასევე დევნილ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშში, არამედ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ გარემოში ინტეგრირების საშუალებაშიც.

ეს პერსონა
Top