მათე ვაწაძე (30 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 17 დეკემბერი, 1988 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფეხბურთელი. კარიერა 2005 წელს დაიწყო „თბილისის დინამოში“. 2005-2010 წლებში ჩაატარა 96 შეხვედრა და გაიტანა 42 გოლი. 2011 წელს გადავიდა რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“. შემდგომ, „გორის დილაში“. 2012 წელს, ის დანიაში გაემგზავრა და სამწლიანი კოტრაქტი გააფორმა „ორჰუსთან“. იცავდა ასევე, დანიური „სილკებორგის“ და“ვიბორგის“ ღირსებას“. 2018 წელს, კი „დინამოში“ დაბრუნდა. აღნიშნავს, რომ თუ „დინამოში“ შეძლო იმის გაკეთება, რისი იმედიც აქვს, მაშინ საქართველოს ნაკრებში გადასვლის შანსიც ექნება. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • რომ არა ფეხბურთელი, კალათბურთელი იქნებოდა. ბავშვობაში ყველაზე მეტად ველოსიპედი უნდოდა, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია რწმენის გარეშე. საყვარელი კერძია რაჭული ლობიანი და ლორი, საყვარელი მსახიობი რობერტ დენირო, საყვარელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. მასზე ყველაზე დიდი გავლენა მამა გაბრიელმა მოახდინა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top