თინა ბურჯალიანი (38 წლის)
  • იურისტი, პოლიტიკოსი
  • 07 თებერვალი, 1981 წელი - დაიბადა ცაგერის რაიონში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ამერიკული უნივერსიტეტი (აშშ).

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თინა ამერიკის იურისტთა ასოციაციის მრჩეველი გახდა ადამიანის უფლებების საკითხებში. იყო ერთ-ერთი ადვოკატი, რომელმაც სტრასბურგში რუსებს სასამართლო პროცესი მოუგო და 10 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის დანიშვნას და ამბობდა, რომ „იმ შემთხვევაში თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს შესახებ, გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას, რაც სრულიად დაუშვებელიაო“. მონაწილეობას იღებდა ვანო მერაბიშვილის საქმეში. მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინა მერაბიშვილის წინააღმდეგო.
    2010 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილებოდა „სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე“. ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი სახელმწიფო ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლაში და არასათანადო გამოძიებაში. საქართველოს ინტერესებს თინა ბურჯალიანი იცავდა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეს აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებულობა, ობიექტურობა და სამართლიანობა. თუმცა, ადვოკატისთვის ეს დასკვნა პირდაპირ არ იძლეოდა მითითებას, რომ საქმე თავიდან გამოძიებულიყო. ბურჯალიანი აცხადებდა, რომ სახელმწიფო მზად იყო გადაეხადა დაკისრებული თანხა, მაგრამ გამოძიების ხელახლა დაწყებას არ აპირებდა, რადგან ეს პუნქტი  სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მოცემული. მიუხედავად არსებული რიგი მიზეზების დარღვევების გამოვლენისა, მან დასკვნის სასურველი ინტერპრეტაციის წარდგინებით, შეძლო უსამართლოდ გამოძიებული საქმის საბოლოოდ დახურვა.
    ბურჯალიანი იყო, ხელმომწერი შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია „იმედზე“ საბოლოოდ უარი თქვა, იმ იმედით, რომ ხელისუფლება მათ წართმეული ქონების ნაწილს უკან დაუბრუნებდა და საქართველოში ბიზნესის კეთების უფლებას მისცემდა.
    2010 წელს, ესპანური მხარის მიერ, კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ, სწორედ თინა ბურჯალიანი და ეკა ზღულაძე იყვნენ პირველები, რომლებიც ესპანეთში ჩავიდნენ და კალაშოვის საქართველოში ექსტრადირება მოითხოვეს.

  • ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე - ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ის „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო სააკორდინაციო საბჭოს“ წევრი გახდა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top