ხატია დეკანოიძე (42 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 20 იანვარი, 1977 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი. იგი ამ პოზიციას 2007 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თბილისის პოლიციის აკადემია ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მან, ყოფილ განათლების მინისტრ დიმიტრი  შაშკინთან ერთად სკოლებში დანერგა მანდატურთა ინსტიტუტი. 2012 წელს, ის დიმიტრი შაშკინმა განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნა. მან მაია მიმინოშვილი შეცვალა. თუმცა, ამ პოზიციაზე დიდხანს არ უმუშავია და რამდენიმე თვეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახდა. მისი მინისტრობის დროს, დეკანოიძემ სამინისტროსთან ერთად წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას შეეხებოდა. 2012 წლის ნოემბერში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან დაკავებული თანამდებობა დატოვა. 
    2015 წელს, დეკანოიძე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. მანამდე, ის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი იყო. 2016 წელს, იგი, ხელწერილის საფუძველზე პოსტიდან გადადგა, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობაში.

  • ჰყავს შვილი - თორნიკე კოპალეიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით დააპატიმრეს. ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეუღლე იყო. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსაკუთრებით კი უყვარს ცურვა.
  • 2003 წელს, ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი პოლიტიკური ანალიტიკოსი იყო, 2004 წელს კი ამავე უწყების ადმინისტრაციის უფროსი. სწორედ, ამ პერიოდში საბჭოს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. 2004-2006 წლებში, დეკანოიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2006 წლიდან, ის ამერიკაში გაემგზავრა, სადაც აშშ-ს, კანადისა და მექსიკის საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი იყო. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ის შსს-ს აკადემიის რექტორი გახდა. 
    უკრაინაში ყოფნის პერიოდში, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა, დეკანოიძეს, იუსტიციის სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა. 
    2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, იგი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისივე თქმით, პროკურატურაში მისთვის მნიშვნელოვანი კითხვები არ დაუსვამთ.

ეს პერსონა
Top