ლევან კაკუბავა (30 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 15 მარტი, 1990 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია საფეხბურთო კარიერით.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ლევან კაკუბავამ კარიერის დიდი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. დაახლოებით, 8 წლის მანძილზე იგი ამ გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა (2005-2013 წ.წ). 2010 წლიდან, ის ეროვნული ნაკრების წევრია. 2014 წელს რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო თამაში, სადაც სულ რამდენიმე თვე გაატარა და შემდეგ, ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა. ამავე, წელს მან კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა და ნიქოზიის „ომონიის“ წევრი გახდა. თუმცა, კვიპროსულ გუნდში თამაშის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგადაც, კვალვ საქართველოში დაბრუნდა და კლუბ „სამტრედიაში“ გააგრძელა მოღვაწეობა. იყო საჩხერის „ჩიხურას“ წევრი. ამჟამად, კი გუნდ „საბურთალოს“ შემადგენლობაში თამაშობს და ამბობს, რომ ეს მის კარიერას უფრო წარმატებულს გახდის. 
    იყო უმაღლესი ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასის გამარჯვებული და საქართველოს სუპერთასის ფინალისტი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top