ჯიმ კერი (58 წლის)
  • მსახიობი
  • 17 იანვარი, 1962 წელი - დაიბადა ტორონტოში, კანადაში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოქროს გლობუსის ჯილდო. 
    ჯიმ კერიმ სამსახიობო სტარტი სტენდაფებ-კომიკოსობით დაიწყო. 15 წლის იყო, როდესაც ტორონტოს კომედიურ შოუში დაიწყო მონაწილეობა. 1979 ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და სამსახიობო კარიერის შექმნაზე ფოკუსირდა. საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა ფილმში „ეის ვენტურა: შინაურ ცხოველთა დეტექტივი“(1994), სადაც ეის ვენტურას პერსონაჟს განასახიერებდა. კერის ექსპრესიულმა სახემ, მიმიკების უნარებმა და ფიზიკურმა მონაცემებმა,  მსახიობს ჰოლივუდის ფილმებში გზა გაუხსნა. ამას მოჰყვა მთავარი როლები ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა: „ნიღაბი“(1994), „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“(1994), „ბეტმენი სამუდამოდ“(1995) და ა.შ.
    კომედიური ჟანრის გარდა, მსახიობმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დრამაშიც. 1997 წელს კერის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „თრუმენის შოუ“. ფილმში შესრულებული როლისთვის, კერიმ ოქროს გლობუსის ჯილდო აიღო. 2000 წელს კერმა განასახიერა გრინჩის პერსონაჟი ფილმში „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.  2003 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. 2004 წელს ჯიმ ქერი ქეით ვინსლეტთან ერთად მონაწილეობს დრამაში „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“. ფილმს კინოკრიტიკოსებისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი თამაში შეაფასეს, როგორც „საუკეთესო შესრულება მსახიობის კარიერაში“.
    სამსახიობო ნიჭის გარდა, ჯიმ კერის მხატვრობის ნიჭიც აღმოაჩნდა. 2017 წელს მან გამოუშვა 6 წუთიანი დოკუმენტური ვიდეო „მე მჭირდებოდა ფერი“, რომელშიც ის თავის ხელოვნებისადმი გატაცებაზე საუბრობს და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას აცნობს. აღსანიშნავია, რომ 57 წლის მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა დეპრესიით, რაც ყვითელი პრესისთვის საქილიკო თემა გახდა. პრესის თანახმად, დეპრესიის მიზეზი მსახიობის შეყვარებულის, 28 წლის კატრიონა უაიტის თვითმკვლელოვა გახდა, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც კერის დაშორდა. მისმა ოჯახმა მსახიობი დაადანაშაულა მომხდარ ტრაგედიაში. 
    დღედრეობით, მსახიობი ფიქრობს, რომ დეპრესიისგან განიკურნა. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ: “დეპრესიაზე ისე უნდა იფიქროთ, როგორც სიღრმისეულ დასვენებაზე. თქვენს სხეულს სიღრმისეული დასვენება სჭირდება თქვენ მიერ შექმნილი პერსონაჟისგან, რომლის თამაშსაც ცდილობდით.“

  • არ არის დაქორწინებული. პირველი  ცოლი - მელისა ვორმერი, მიმტანი, რომელსაც 1995 წელს გაშორდა. ჰყავთ ერთი შვილი - ჯეინ ერინ კერი.
    მეორე ცოლი - ლორენ ჰოლი, მსახიობი, რომელზეც 1996 წელს იქორწინა და იმავე წელს გაშორდა. 

  • არის ამერიკისა და კანადის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯენი მაკარტისთან, სტივ ქარელთან, სტივენ ტაილერთან...

  • მისი ჰობია ხატვა.
ეს პერსონა
Top