ანუკი არეშიძე (30 წლის)
  • დიზაინერი
  • 01 ივლისი, 1989 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დიზაინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც წარმატებული ქართველი დიზაინერი, რომელიც მოღვაწეობს კიევსა და მილანში. მას აქვს საკუთარი ბერნდი Anouki და საქართველოს მოდის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 2017 წლის თებერვალში, მისი ბრენდი მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა. მისი სამოსი მოირგეს, ისეთმა ცნობილმა პირებმა, როგორებიც არიან პოპულარული ამერიკელი ტელე ვარკსვლავი ქლოე კარდაშიანი, ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი Jessie J და სხვ. ასევე, იგი ცნობილი ფეხბურთელისა და პოლიტიკოსის კახი კალაძის მეუღლეა. Elle-ს რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ ანუკი არეშიძე, პოლიტიკოსის ცოლის რანგში, მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის მთავარი კონკურენტია.

  • ჰყავს მეუღლე კახი კალაძე და 4 შვილი. მისი მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი და თბილისის მერია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საღამოს დილა ურჩევნია, აზიას - ევროპა, ზაფხულს-ზამთარი, კატას-ძაღლი, კედს - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მანქანით სეირონობას კი ფეხით სეირნობა. თან მუდამ 3 ტელეფონი, ფოტოკამერა, Celine-ის ბარათების ჩასადები, მზის სათვალე, საქმიანი დღიური, სარკე და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება დააქვს. ინსტაგრამზე 323 ათასი გამომწერი ჰყავს. იგი ხმაურიანი სტატუსებით სოციალურ ქსელში ნაკლებად გამოირჩევა. გამომწერებს ინსტაგრამ გვერდზე, ძირითადად, თავისი შვილების ვიდეოებსა და სხვადასხვა სიახლეებს უზიარებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. იგი ამ მედია პლატფორმის საშუალებით, საჯაროდ დაუპირისპირდა თავის მეგობარს და დიზაინერს ნინი ზარქუას და მისი მისამართით მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა: „ შეგიძლია გადააკოპირო რაც გინდა, მაგრამ შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები“.
  • ანუკი არეშიძე ყოველთვის გამოირჩევა თავისი სტილით, ჩაცმულობითა თუ გარეგნობით. საზოგადოებაში, მისი გამოჩენა ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. ანუკის სამოსის ყველა დეტალი მოდის კრიტიკოსებისა თუ უბრალოდ მოსახლეობის მიერ მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა და ხშირად ჰპოვებს გამოხმაურებას.

     

ეს პერსონა
Top