ტიტე გედენიძე (19 წლის)
  • მოძრაობის "ნუ მომკლავ" დამფუძნებელი
  • 02 ნოემბერი, 2000 წელი
  • სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის ფაკულტეტზე

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი. იგი პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად გამართული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. მოითხოვდა დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობების სამართლიანად გამოძიებას და მათი მკვლელების დასჯას. პარლამენტის წინ, მისი ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე აქცია. აქციის  ზოგიერთი წევრი აღნიშნავდა, რომ ტიტე მათ არ აძლევდა სიტყვით გამოსვლის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ისინი აპოლიტიკურები იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერდნენ მხარს. ახალგაზრდა აქტივისტი, ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი საყვარელი ფრაზაა: „ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“.
  • ამავდროულად, ტიტე გედენიძე ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, „სამოქალაქო პატრულის“ მოხალისეა. არის 186-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „დელტას“ წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top