ანა ახვლედიანი (22 წლის)
  • მოდელი
  • 18 იანვარი, 1997 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი სამოდელო კარიერით. იგი იტალიურ სამოდელო სააგენტო Brave Models Management-სა და ფრანგულ სააგენტო Marilyn Agency-სთან თანამშრომლობს. ანას წარმატება მილანს უკავშირდება. იქ ყოფნის დროს ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია „დოლჩე და გაბანას“ სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ მან უწოდა ახალგაზრდა მოდელს ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი.
    ანა პოლიტიკური სტატუსებით არ გამოირჩევა. თუმცა, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, მან გამოაქვეყნა პოსტი და საზოგადოებას მოუწოდა მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“. „ძვირფასო მიმდევრებო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ ნაციონალურ მოძრაობას და დავასრულოთ მათი ბინძური ისტორია“ - წერდა ის.

  • ჰყავს მეუღლე გიგი ბერაია და ქალიშვილი. იგი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის შეყვარებული იყო. წყვილი, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მოდელი მონაწილეობას იღებდა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top