ალექსანდრე კოშკაძე (38 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 04 დეკემბერი, 1981 წელი
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია საფეხბურთო კარიერით. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. მან კარიერის მანძილზე 17 საფეხბურთო კლუბი გამოიცვალა და ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშედ დასახელდა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ალექსანდრე კოშკაძემ საფეხბურთო კარიერა „თბილისის მერანში“ დაიწყო. თამაშობდა: „სიონის ბოლნისში“ (2002-2004; 2008; 2017-2018წ.წ.), „ტორპედო ქუთაისში“ (2004-2005 წ.წ.), „ამერში“ (2005-2006 წ.წ.), „დინამო ბათუმში“ (2005-2006; 2013 წ.), „ბორჯომში“ (2006-2007 წ.წ.), „ოლიმპი რუსთავში“ (2007-2008 წ.წ.), „მესხეთის ახალციხეში“ (2008 წ.), „დინამო თბილისში“ (2008-2012 წ.წ.), „ზუგდიდში“ (2012-2013 წ.წ.), „გურია ლანჩხუთში“ (2013-2014 წ.წ.), „გორის დილაში“ (2014 წ.), „მარტვილის მერანში“ (2014 წ.), „ფოთში“ (2015 წ.). ამჟამად, თამაშობს კლუბ „თელავში“. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top