გიორგი გახარია (44 წლის)
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი
  • 19 მარტი, 1975 წელი - თბილისი
  • 2004 - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა, ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA); 2000 - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში; 1994 - ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი

  • ბიზნესის მენეჯერი
  • - მოდი, დავიწყოთ ბოდიშით... - შინაგან საქმეთა მინისტრისაგან 2018 წელს ახალგაზრდების საპროტესტო აქციაზე წარმოთქმული ეს ფრაზა კიდევ დიდხანს ეხსომებათ საზოგადოებაში. არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ჭკვიანი მინისტრი? - ამაზე დიდი ხანია დავობს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. ფაქტია, მან სწრაფად გაიკეთა კარიერა და ბიზნესომბუდსმენობიდან ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი უკვე შსს მინისტრი გახდა. მიიჩნევა, რომ ის უშუალოდ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გახარიას შს მინისტრობისას გაკეთდა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა იყო, რის შემდეგაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი და შესწავლილი. ოპოზიციის მტკიცებით კი, გახარიას პერიოდში გაიზარდა კრიმინალი.

  • მეუღლე - მარიკა ფანცულაია, ჰყავს ერთი შვილი.

  • საქართველო
  • პოლიტიკა, ბიზნესი
ეს პერსონა
Top