ნიკოლ კიდმანი (52 წლის)
  • მსახიობი
  • 20 ივნისი, 1967 წელი - დაიბადა ჰონოლულუში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც  ავსტრალიელი მსახიობი და მომღერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა „მულან რუჟი“(2001), „საათები“(2002), „ცივი მთა“(2003) და ა.შ.
    კიდმანის სამსახიობო კარიერა ავსტრალიაში დაიწყო. მსახიობის დებიუტი შედგა ფილმში „Bush Christmas“(1983). საერთაშორისო ყურადღება მოიპოვა ფილმ „ჭექა-ქუხილის დღეებში“(1990) შესრულებული როლით, რომელშიც ტომ კრუზტან ერთად მონაწილეობდა. 1991 წელს კიდმანი თავის ყოფილ კლასელთან, ნაომი უოტსთან ერთად მონაწილეობს ფილმში „ფლირტი“. მომდევნო წელს, კვლავ ტომ კრუზთან ერთად მონაწილეობს ფილმში „შორს“(1992), რომელსაც საკმაოდ მოკრძალებული კრიტიკა და კომერციული წარმატება ხვდა წილად.  
    აღსანიშნავია, რომ ამერიკული პრესა კიდმანით არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭითა და სილამაზით დაინტერესდა, არამედ ტომ კრუზთან ურთიერთობითაც. წყვილის შესახებ ამერიკული გაზეთები საკმაოდ ხშირად წერდნენ. მათი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს რომანად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, მათ კოლაბორაციას საზოგადოება დიდი ინტერესით უყურებდა. 1999 წელს გამოდის სტენლი კუბრიკის სკანდალური ფილმი „ფართოდ დახუჭული თვალები“, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი ასრულებენ. ფილმი, მასში ასახული სექსუალური სცენების გამო, ზოგიერთ ქვეყანაში ცენზურას დაექვემდებარა.  2001 წელს ნიკოლის სამსახიობო კარიერამ პიკს მიაღწია. მისი მონაწილეობით გამოვიდა მიუზიკლი „მულან რუჟი“, რომელშიც კიდმანმა კაბარეს მსახიობისა და კურტიზანი ქალის როლი განასახიერა. შესრულებული როლისთვის კიდმანმა ოქროს გლობუსის ჯილდო მოიპოვა. 
    2001 წელს კიდმანი ჟურნალმა „People“-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადამიანად დაასახელა. სამსახიობო კარიერის გარდა ნიკოლმა სიმღერაშიც მოსინჯა ბედი. 2001 წელს რობი უილიამსთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Somethin' Stupid“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, ნიკოლი პარფიუმერიული ბრენდის – „შანელ 5“ სარეკლამო სახე იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 2004-2006 წლებში იგი მონაწილეობას იღებდა სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება მსოფლიო რეკლამის ისტორიაში.
    2017 წლიდან, კიდმანი მონაწილეონდა  HBO-ს სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“, რომელიც ასევე წარმატებული გამოდგა მსახიობისთვის. სერიალმა კინოკრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

  • ჰყავს ქმარი - კეიტ ურბანი, მომღერალი, რომელზეც 2006 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. პირველი ქმარი - ტომ კრუზი, რომელზეც 1989 წელს იქორწინა. იშვილეს ორი ბავშვი. ერთმანეთს, 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2001 წელს დაშორდნენ.
    დედა - ჯანელ კიდმანი, მედდა, ხოლო მამა - ენტონი კიდმანი, ბიოქიმიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგია.

  • არის ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე
  • მეგობრობს ნაომი უოტსთან, რიზ ვიზერსპუნთან, სანდრა ბულოკთან, ჰიუ ჯეკმენთან...

  • მისი ჰობია მონეტების შეგროვება და ცურვა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top