შორენა ბეგაშვილი (37 წლის)
  • ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი
  • 02 ივლისი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ რუსთავში
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფოტომოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი. ფართო საზოგადოებამ, თავდაპირველად ის 2008 წელს გაიცნო, როდესაც, შორენა  ქართულენოვანი „ფლეიბოსითვის“ გაშიშვლდა. სწორედ, აქედან იწყება მისი პოპულარობა. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა შოუს წამყვანები თავიანთ გადაცემებში, სადაც სექს-სიმბოლო აქტიურად ყვებოდა საკუთარ წარსულზე, გაჭირვებულ წლებზე, ოჯახზე, ღალატზე, მარტო დარჩენილი დედის ამპლუაზე და ყველა იმ სიმძიმეზე, რაც ცხოვრებაში გამოიარა. აღნიშნავდა, რომ ბავშვობიდან ორ სამსახურში მუშაობდა, შემდეგ დაქორწინდა, მეუღლემ უღალატა და შვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. სარჩო-საბადებლის ძებნაში ფოტომოდელობა დაიწყო და მალევე, სექს-სიმბოლოდ აღიარა ქართულმა საზოგადოებამ. მონაწილეობდა რამდენიმე ქართულ ფილმში. ტელეკომპანია „იმედზე“ მიჰყავდა გადაცემა „ღამე შორენასთან“. ეროტიკული ხასიათის ეს გადაცემა კრიტიკის საგანი გახდა, როგორც საზოგადოების, ასევე სასულიერო პირების მხრიდანაც. შემდეგ, კარიერა „რუსთავი 2“-ზე გააგრძელა და წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“ ვანიკო თარხნიშვილთან ერთად. იყო სხვადასხვა ბრენდის სახე. გაკეთებული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. ამას, მისი „ძველი და ახალი“ გარეგნობის შედარებაც მოწმობს. მისი სტილი, ქცევის მანერა, ჩაცმულობა, ხშირად გამხდარა მოსახლეობის მხრიდან განხილვის საგანი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. სასიყვარულო სკანდალები მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. შორენას ყველაზე გახმაურებული რომანი უკავშირდება სამეფო ტახტის მემკვიდრეს დავით მუხრანელს. მათ შორის დიდი სიყვარული არსებობდა. მუხრანელი მეუღლესაც კი დაშორდა შორენას გამო. თუმცა, წყვილის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ირკვევა, მუხრანელი ფიზიკურად ძალადობდა ქალზე. დაახლოებით, 1 წლის წინ მისი ახალი რჩეულის ვინაობა გახდა ცნობილი. ეს ირაკლი ნანაძეა. რაც შეეხება, შორენას ქალიშვილს - ევას. ყველაზე მძიმე პერიოდი მათთვის მაშინ იყო, როდესაც ევა მე-7 სართულიდან გადავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ბეგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა შვილის გადასარჩენად. საბოლოოდ, მან მიზანს მიაღწია და დღეს ევას სიარულიც კი შეუძლია.

  • ჰყავს ქალიშვილი ევა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ახლოს მეგობრობს ლელა წურწუმიასთან და მამულიჩასთან.

  • იკვებება ჯანსაღად, არის სპორტით დაკავებული. უყვარს მოგზაურობა და ძილი. ხშირად, ღამე კლუბში გართობას ძილს ამჯობინებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია მისი გარეგნობისთვის. მიაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია და შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
  • მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ყველაზე ძლიერში“. მუშაობდა ვაკის თაეტრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფსა და თეატრ „გლობუსში“.

ეს პერსონა
Top