ნანა (ნანუკა) გოგიჩაიშვილი (30 წლის)
  • მოდელი
  • 22 ივლისი, 1989 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოდელი. იგი სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. 2009 წელს, მან „მის საქართველოზე“ პირველი „ვიცე-მის საქართველოს“ წოდება მოიპოვა და 2010 წელს „მის სამყაროზეც“ გაემგზავრა. იმ პერიოდისთვის, ამ პროექტის მფლობელი დონალდ ტრამპი იყო. სწორედ, იქ გაიცნო ნანუკამ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი. მოდელობის პარალელურად, ხატავს. 2018 წელს, მისი ნამუშევრების გამოფენა ჩიკაგოში მოეწყო. როგორც თავად ამბობს, მის ნახატებს „აქვა ბაი ნანუკა“ ანუ „წყალი ნანუკასგან“ ჰქვია და ყველგან ხალხი, თვალები და წყლის ძალა ფიგურირებს.

  • მამა - გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე „გოგიჩა“ ცნობილი ტელეწამყვანი იყო. დედა - ნათია ბანძელაძე ჟურნალისტია. ხოლო, მისი და - ნინი გოგიჩაიშვილი „მის საქართველო 2018“-ის გამარჯვებულია. ნანუკა, ამჟამად დაოჯახებული არ არის. თუმცა, ბევრს საუბრობენ მასსა და ნიკა ნაყოფიას სიყვარულის ისტორიაზე. მისი რჩეული - ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟია, რომელიც „მადნეულისა“ და „კვარციტის“ აქციების მფლობელია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
ეს პერსონა
Top