ბიძინა ბარათაშვილი (58 წლის)
  • სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • 16 აგვისტო, 1961 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უცხო ენათა ინსტიტუტი

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი. იგი „იმედს“ სწორედ, იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს დაარბია ტელეკომპანია და მაუწყებლობა შეუწყვიტა. კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა იგი ამ პერიოდში, პასუხობს რომ არ ახსოვს. „თუ ვინმეს გყავართ იმ დღეს ნანახი, გთხოვთ გამაგებინოთ - ინფორმაციის მომწოდებელი დასაჩუქრდება“ - ამბობს ის.

  • ჰყავს მეუღლე ნანა გუგუშვილი და ქალიშვილი. იგი ცნობილი ქართველი მომღერლის, რომანსების საოცარი შემსრულებლის მედეა ძიძიგურის ერთადერთი ვაჟია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გულშემატკივრობს არგენტინის ნაკრებს. უყვარს მოგზაურობა
  • ბიძინა ბარათაშვილი Silk Sport-ისა და GMG-ის გენერალური პროდუსერია. მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია მენეჯმენტის სკოლის დეკანი და ასევე, თსუ-ს ლექტორი. 90-იან წლებში, მეგობრებთან ერთად, დაარსა გაზეთი „8ნახევარი“, რომელიც პირველი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური გაზეთი იყო. ამავე პერიოდში, ტელეკომპანია „იბერვიზიის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ხოლო, 2000-2002 წელს კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top