გიორგი ბერუაშვილი (52 წლის)
  • საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
  • 02 ოქტომბერი, 1967 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დირექტორი. იგი 2013 წლიდან  ამ თანამდებობაზე მუშაობს და 2019 წელს ის მეორე ვადით აირჩიეს ფედერაციის დირექტორად.  სწორედ, ამ პერიოდში აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბერუაშვილი კორუფციასა და ნეპოტიზმში იქნა მხილებული. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდებოდა საწესდო მოთხოვნის შეუსაბამოდ, ხდებოდა სახსრების არაეკონომიკური და არაპროდუქტიული ხარჯვა. ირკვევა, რომ ბერუაშვილს ფედერაციაში დასაქმებული ჰყავდა თავისი 2 შვილი და ნათესავები. საკუთარ ვაჟს, შავლეგ ბერუაშვილს იგი ყველაზე დიდ ხელფასს უხდიდა, რაც კი ფედერაციაში გაიცემოდა. წყაროს ინფორმაციით, აცხადებდა არამიზნობრივ ტენდერებს და საკუთარ კოპმანიაში შპს „ფალავანში“ რიცხავდა სოლიდურ თანხებს. ბერუაშვილის პრეზიდენტობის დროს, UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 1988 წელს ის გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავანი

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top