გიორგი ახვლედიანი (45 წლის)
  • პოლიტიკოსი, ჟურნალისტი
  • 07 იანვარი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი

  • ფილოსოფოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, თავისი ჟურნალისტური და პოლიტიკური მოღვაწეობით. 2008 წელს, მან კოლეგებთან ერთად დააფუძნა პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა, რომელიც შემდგომ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ გაერთიანდა. მიუხედავად ოპოზიციაში ყოფნისა, გიორგი ახვლედიანი დღემდე  „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ მკვდარს“ ადარებს. რაც შეეხება, მმართველი პარტიისადმი მის დამოკიდებულებას, იგი იწონებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ნინო ბურჯანაძეს, გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე ერთადერთია, რომელსაც რუსეთსა და საქართველოს შორის გაყინული ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმში მოგვარება შეუძლია. მას, ბურჯანაძის გამო, დაპირისპირებაც კი მოუხდა დავით კიზირიასთან, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პირველში“. ახვლედიანი კიზირიას კომენტარმა გააღიზიანა, რომელიც ამბობდა რომ, „სანამ ბურჯანაძეს პანჩური არ ამოარტყა და არ გააგდო სააკაშვილმა, იქამდე გვერდზე ედგაო“. ახვლედიანმა საპასუხოდ, წყალი შეასხა მას.

  • ჰყავს მეუღლე შორენა კობერიძე, რომელიც მარკეტოლოგია და სამი ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისთვის მისაბაძი პოლიტიკოსი რონალდ რეიგანია. უყვარს მოგზაურობა და ამბობს, რომ „დროებაში“ მუშაობის პერიოდში „მაგელანსაც“ კი ეძახდნენ.
  • გიორგი ახვლედიანმა ტელევიზიაში მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, ის პირველი არხის გადაცემა „ქვიშის საათისა“ და „მოამბის“ რედაქტორი და წამყვანი იყო. 2000-2003 წლებში კი „ალიონის“.  2003 წლიდან გადავიდა ტელეკომპანია „იმედში“ და „დროების“ ჟურნალისტი გახდა. აქტიურად თანამშრომლობდა გიორგი თარგამაძესთან, რომელსაც ეს გადაცემა მიჰყავდა. იყო ყოველდღიური თოქ-შოუს „ქრონიკა გიორგი ახვლედიანთან ერთად“ წამყვანი და რედაქტორი. 2014 წლიდან დღემდე „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. მიღებული აქვს ჟურნალისტური პრემია „ოქროს ფრთა“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top