ჯონდი ბაღათურია (55 წლის)
  • პოლიტიკოსი
  • 30 მარტი, 1964 წელი - დაიბადა ქალაქ ბათუმში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. იგი არის პარტია „ქართული დასის“ დამფუძნებელი. მუდამ ოპოზიციაში მყოფი ბაღათურია სააკაშვილისა და მისი გუნდის აქტიური მოწინააღმდეგეა. 2012 წელს, მან პარლამენტის სხდომაზე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო დეკლარაცია, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა ფაქტები, თუ როგორ იტაცებდა ექს პრეზიდენტი სხვის ქონებას და ეუფლებოდა მას. ამ მხილებამ, მიშას განრისხება გამოიწვია და ჯონდის მანდატურებით დაემუქრა, რომლებიც „მძიმე ფანტაზიებიდან გასათავისუფლებლად“  ჯერ წაათრევდნენ, შემდეგ კი ტალახში აგორავებდნენ. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ბაღათურიამ კვლავ არ დათმო ოპოზიციის რიგები და ამჯერად, ხელისუფლების მიმართ გამოთქვა გარკვეული უკმაყოფილებები. მისთვის მიუღებელია მმართველი პარტიის ქმედება და ხალხისაგან გამიჯვნა. თუმცა, ემხრობა „ქართული ოცნების“ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, რომლისაც მისი თქმით, მხოლოდ ენმ-ს შეიძლება ეშინოდეს. მას პრინციპულად უარყოფითი დამოკიდებულება და მოსაზრება აქვს ჰომოსექსუალებისადმი და ზოგადად უმცირესობების მიმართ ლოიალური განწყობით არ გამოირჩევა. ნინია კაკაბაძემ ამის გამო მას „პოლიტიკური გვამიც“ კი უწოდა. იგი მუდამ აქტიურად არის ჩაბმული პოლიტიკურ ორომტრიალში და იბრძვის არსებული თუ არარსებული უსამართლობის წინააღმდეგ, შეეხება ეს ემიგრანტთა პრობლემებს, ტარიფების ზრდას, უკანონო დასახლებებს თუ ა.შ. მუდამ შარში ეხვევა და აღნიშნავს, რომ ეს ბავშვობიდან გამოყოლილი თვისებაა.

  • ჰყავს მეუღლე ნათია ფოფხაძე და ორი შვილი. მისი მეუღლე, ამჟამად, მძიმე სენს ებრძვის.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ხშირად, ბრიუს უილისისაც ადარებენ თავისი ხასიათითა და გარეგნობით და კერკეტ კაკალს უწოდებენ. ბავშვობაში „ხულიგანს“ ეძახდნენ. ამბობს, რომ თმის გადანერგვაზე არასდროს უფიქრია და თავზე „ტალავერის“ დაწყობა მისთვის მიუღებელია. უყვარს შემწვარი კვერცხი და ღორის ფეხების მუჟუჟი.
  • ცხოვრების გზა ზეინკლობიდან დაიწყო, შემდეგ კორჟიკებს აცხობდა სკოლის ბავშვებისთვის. რამდენიმე წელში, „საქსპცმშენის“ ფინანსისტ-ეკონომისტი გახდა. 1998 წლიდან 2006 წლამდე იყო საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ედპ“-ს თავმჯდომარე.  2007 წელს მან დააფუძნა პარტია „ქართული დასი“, რომელიც ეროვნული საბჭოს წევრი იყო. სწორედ, საბჭოს სახელით მიიღო მონაწილეობა 2008 წლის არჩევნებში და მოიპოვა საპარლამენტო მანდატი. 2018 წელს მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top