ალექსანდრე ბრეგაძე (48 წლის)
  • პოლიტიკოსი, „ქართული მარშის“ ლიდერი
  • 01 ოქტომბერი, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი

  • ფილოსოფოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ქართილი მარშის“ ლიდერი. იბრძვის ლგბტ თემის წინააღმდეგ, ასევე, მისი ქსენოფობიური-რასისტული დამოკიდებულებები და გამოსვლები გამოირჩევა რადიკალიზმით და შეიცავს ძალადობრივ ელემენტებს. იგი, ამის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას. ალბათ, მკითხველს კარგად ახსოვს, კლუბ „ბასიანში“ სამართალდამცავთა შესვლის შემდეგ, „თეთრი ხმაურის“ აქციის პარალელურად, ბრეგაძის მიერ გამართული კონტრ-აქცია. აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით, უცენზურო სიტყვებით, დაპირისპირებით ცდილობდა აქციის მონაწილეთა დაშლას. იგი ქრისტიანობის დამცველადაც გვევლინებოდა და გიორგი გაბუნიას, რომელმაც გარკვეული კუთხით შეურაცხყოფა მიაყენა ილია მეორეს“, რუსთავი 2-ში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და მანქანაში მყოფ ჟურნალისტს გარედან ემუქრებოდა. მისმა თანამონაწილეებმა დააზიანეს მანქანა, ბრეგაძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, „გულყრების ქონის გამო“. თავდაპირველად,  ვრცელდებოდა, ინფორმაცია, რომ თითქოს ის პოლიციამ აწამა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. მედიკოსთა თქმით, მას არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და საავადმყოფოში დარჩენას არ საჭიროებდა. თუმც, ემოციური ფონის ნიადაგზე კათეტერჩადგმულმა ბრეგაძემ, სურვილისამებრ ერთი დღე დაჰყო კლინიკაში. მეორე დღიდანვე კი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის „სიწმინდის დაცვაში“ და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი დააანონსა. საარჩევნო პროგრამაც შეადგინა, რომლის მთავარი პუნქტები საემიგრაციო კანონის მკაცრი რეგულირება იყო. იგი მოუწოდებდა თანამოაზრეებს, მიგრანტთა ტალღის შეჩერებისთვის, დაეწყოთ შიმშილობა და აღნიშნავდა, რომ „განდის შიმშილობის მერე, ასეთი მასობრივი შიმშილობა არავის ემახსოვრებაო“.
    რაც შეეხება, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და „თბილისი პრაიდს“, ბრეგაძე, კვლავ, მოწოდების სიმაღლეზეა და მუშტებით შეიარაღებული აცხადებს, რომ „თავის გაწირვა, რომ მომიწიოს, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, არ დავუშვებს გეი აღლუმსო“.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და „დემოკრატიული აღორძინების“ კავშირის წევრი.

ეს პერსონა
Top