გიორგი (გიგი) კალანდაძე (49 წლის)
  • გენერალი
  • 24 ივნისი, 1970 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში და გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში. 2005-2009 წლებში სამხედრო სწავლება განაგრძო საზღვარგარეთ. კერძოდ, რეინჯერის ოცმეთაურის მომზადებისა და საშუალო სამეთაურო სწავლების კურსები გაიარა ესტონეთსა და აშშ-ში. 

  • სამხედრო
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გენერალი, რომელიც ყველაზე მაღალი წოდების ოფიცერია. ასევე, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ის, ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა გენერალიცაა. გიგი კალანდაძე წინა ხელისუფლებასთან და ბაჩო ახალაიასთან დაახლოებული პირია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მას, საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარის სარდალი და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი. ასევე, 2008 წლის „აგვისტოს ომში“ ის მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ბრიგადას, რომელმაც ომში ყველაზე მეტი წევრი დაკარგა. ასევე, როდესაც მის ცნობადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ ბრალდებებს, რომლებიც, მას „ქართულმა ოცნებამ“ წამოუყენა. კერძოდ, 2012 წელს ის თეა წულუკიანის ბრძანებით, შუაღამისას საკუთარ კაბინეტში დააპატიმრეს. მას ბრალად წაუყენეს ელბერტ კობერიძის წამების საქმეში მონაწილეობის მიღება, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. იმ პერიოდში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მას ჯარისკაცების კვების ფულის მითვისებაშიც ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ამ ფულით კალანდაძემ, საცხოვრებელი ბინა შეიძინაო. სწორედ, ალასანიას ბრალდებას მოჰყვა, კალანდაძის, საკამოდ, ხმაურიანი განცხადება, რომლის დროსაც მან ალასანია ჯარისკაცების მოწამვლაში დაადანაშაულა. მისი ბრალდებათა სია ამით არ შეწყვეტილა. მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ასევე, საკმაოდ სკანდალური განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებთან ჩუმად თანამშრომლობს და რომ, ამ ფაქტს აუცილებლად დაამტკიცებს. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ბაჩო ახალაიასთან

  • გიგი კალანდაძე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი, აქტიურად თანამშრომლობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბაჩო ახალაიასთან. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას რამდენიმე ბრალი წაუყენეს და პირდაპირ საკუთარ კაბინეტში დააპატიმრეს. როგორც თავად აღნიშნავს, დაკავების ბრალდება თეა წულუკიანმა გასცა და ამას ირაკლი ალასანიას ბრლდებებიც დაერთო თან. როგორც, კალანდაძე ამბობს, იგი ელბერტ კობერიძის წამების საქმეში დაადანაშაულეს დათა ახალაიასთან ერთად. ასევე, მას ედავებოდნენ უკანონოდ თანხების მითვისებას და უფლება-მოვალეობების ბოროტად გამოყენებას. როგორც თავად აღნიშნავს, მას აიძულებდნენ ბაჩო ახალიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ხელშეუხებლობას ჰპირდებოდნენ. მაგრამ, საბოლოოდ ეს პროცესი იმით დამთავრდა, რომ კალანდაძეს ბრალი ვერ დაუმტკიცეს და იძულებულნი გახდნენ გაეშვათ. ის უკრაინაში გაემგზავრა და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, საქართველოსა და ისრაელის სხვა ინსტრუქტორებთან ერთად, ახალწვეულებისგან დაკომპლექტებული ცალკეული ქვედანაყოფების, ისე ბრიგადის დონის შტაბების მომზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. 
    გიგი კალანდაძე, სხვადასხვა წლებში იყო ოცეულის, ბატალიონის ასეულის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური. სამხედრო გარნიზონის უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top