ალესანდრა ამბროსიო (38 წლის)
  • ბრაზილიელი მოდელი და მსახიობი
  • 11 აპრილი, 1981 წელი - დაიბადა რიუ გრანდის შტატში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოდელი და სატელევიზიო პერსონა. მან პოპულარობის პიკს „ვიქტორია სეკრეტთან“ თანამშრომლობით მიაღწია. ამბროსიო „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზი 2000 წლიდან 2017 წლამდე იყო. 2012 წელს, მან ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოდელებს შორის მეექსვსე ადგილი დაიკავა. „ფორბსის“ მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი $6.6 მლნ. შეადგენდა. ამბროსიოს პოპულარული მედია, ხშირად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად მოიხსენიებს. 
    მოდელობა 12 წლის ასაკში დაიწყო. ამბროსიო თავისი ყურების ზომით მუდამ უკმაყოფილო იყო. ამიტომაც, 11 წლის ასაკში პლასტიკურ ქირურგს დახმარებისთვის მიმართა. 2006 წელს „თაირა ბენქსის შოუში“ განაცხადა, რომ პლასტიკური ოპერაციის გამოცდილება მისთვის საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული, რამაც სხვა ოპერაციების გაკეთება გადააფიქრებინა. 2017 წლის „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენების შემდეგ, ალესანდრამ თავის ინსტაგრამ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ 17-ე ჩვენების შემდეგ, ის „პენსიაზე“ გავიდოდა. 
    სუპერმოდელმა თავისი სამოდელო კარიერის პერიოდში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა წამყვანი დიზაინერის ჩვენებში. დღესდღეობით, ამბროსიო სამოდელო ინდუსტრიის „აიქონად“ ითვლება. 

  • ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ალესანდრა თავის მეუღლეს, ჯეიმი მაზურს 2018 წელს დაშორდა. ჰყავს ორი შვილი. დედა - ლუსილდა ამბროსიო, ხოლო მამა - ლუიზ ამბროსიო.

  • არის ბრაზილიის მოქალაქე
  • მეგობრობს ადრიანა ლიმასთან, ბეჰატი პრინსლოსთან...

  • მისი ჰობია სერფინგი.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top