კეტი პერი (35 წლის)
  • მომღერალი
  • 25 ოქტომბერი, 1984 წელი - დაიბადა სანტა-ბარბარაში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ალბომის „One of the Boys“ გამოშვებით. მომღერლის ნამდვილი სახელია კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონი. 
    2001 წელს გამოვიდა მომღერლის პირველი ალბომი „Katy Hudson“, რომელშიც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2007 წელს „Capitol Records“ -თან გააფორმა კონტრაქტი და გამოუშვა ორი სიმღერა „I Kissed a Girl" და "Hot n Cold", რომელიც პერის მეორე ალბომში „One of the Boys“ შევიდა. ალბომმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ბილბორდის ჩარტში 9-ე ადგილი დაიკავა, მსოფლიომასშტაბით კი ალბომის 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 
    პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი „Teenage Dream“ 2010 წლის აგვისტოს გამოვიდა. ალბომის გამოსვლის შემდეგ,  კეტი გახდა ერთადერთი მომღერალი, რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. კეტი პერის დომინაცია მუსიკალურ ჩარტებში მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2013 წელს გამოვიდა მომღერლის შემდგომი ალბომი „Prism“. მისი პირველი სინგლი „Roar“ ჩარტების სათავეებში მოექცა, ხოლო მეორე სინგლი „Dark Horse“, რამდენიმე კვირა ინარჩუნებდა პირველობას. მომღერლის ბოლო ალბომი „Witness“ 2017 წელს გამოვიდა.  გარდა ამისა, კეტი პერი 2017 წლის მაისში იყო „American Idol“-ის ჟიურის წევრი. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ზულენდერი 2“, რომელშიც საკუთარი პერსონაჟი ითამაშა. 
    აღსანიშნავია, რომ მომღერალი არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. მოდელმა და მსახიობმა, ჯონ კლოსმა, რომელიც 2010 წელს გამოშვებულ კლიპში Teenage Dream მონაწილეობს, Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. კლოსი წერს, რომ ერთერთ წვეულებაზე კეტი პერიმ მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მას საცვალი ჩახადა. ამ თემასთან დაკავშირებით კეტი პერის ოფიციალური კომენტარი უცნობია. 2019 წელს კი, პოპ-ვარსკვლავს სექსუალურ შევიწროებაში ახლა უკვე რუსი ჟურნალისტი თინა კანდელაკიც ადანაშაულებს. თინა კანდელაკის თქმით, ის და კეტი პერი ერთად იმყოფებოდნენ წვეულებაზე, სადაც მომღერალი მის შეხებასა და კოცნას ცდილობდა.
    მიუხედავად ამისა, კეტი პერი დღესდღეობით ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ვარსკვლავად ითვლება. „ფორბსის“ მიხედვით, მომღერალმა 2018 წელს 83 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

  • ამჟამად დანიშნულია ორლანდო ბლუმზე. პირველი ქმარი - რასელ ბრენდომი, მსახიობი და კომიკოსი, რომელზეც 2010 წელს იქორწინა. წყვილი ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ დაშორდა. 
    დედა - მერი პერი, ხოლო მამა - მაურიკ პერი, ორივე ევანგელისტურ ეკლესიაში მღვდელმსახურები არიან.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს რიანასთან, ტეილორ სვიფტთან, კრისტინა სტიუარტთან, ჯენიფერ ენისტონთან...

  • მისი ჰობია ანტიკვარიატის შეძენა.
ეს პერსონა
Top