ლევან ბერძენიშვილი (66 წლის)
  • პოლიტიკოსი, ფილოლოგი
  • 23 ოქტომბერი, 1953 წელი
  • ორი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო და თსუ-ში  ჩააბარა ფილოლოგიის მიმართულებთ. 1977 წელს დაამთავრა კიდეც ეს ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით. დაიცვა დისერტაცია თემაზე - „არისტოფანეს ლიტერატურული შეხედულებები და მხატვრული პრინციპების პრობლემები“.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი და ფილოლოგი. 80-იან წლებში დაარსა ჟურნალი, სადაც „დიმიტრი დადიანის“ სახელით პატრიოტულ სტატიებს აქვეყნებდა და „საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ“ თანამოაზრეებს იკრებდა. ამის გამო, აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა ციხე მალევე დატოვა, თავისივე განცხადების წყალობით. წყაროთა ინფორმაციით, მან დაგმო განვლილი გზა და ქმედებები, საბჭოეთის აპოლოგეტი გახდა და  თანამებრძოლები დაასმინა. მას „კა-გე-ბეს“ აგენტობასაც აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის დამხარებით მან თსუ-ში ლექტორად დაიწყო მუშაობაო. ათწლეულების გასვლის შემდეგ,  მასსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირზე კვლავ არ შემწყდარა საუბარი და 2007 წლის 7 ნოემბრის ამბების შემდეგ, სააკაშილმა ბერძენიშვილს „რუსეთის საელჩოსთან შნურით მიბმულიც“ კი უწოდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ექს-პრეზიდენტმა თავისივე სიტყვები უკან წაიღო და ბერძენიშილი „საქართველოსთვის თავდადებულ მებრძოლად“ შერაცხა. ეს ყველაფერი ნებით თუ უნებლიეთ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ და თავად ბერძენიშვილი გრიგოლ ვაშაძეს შეუერთდა. არადა, 2012-2013 წლებში, იგი ენმ-ს, ხომ შვილმკვდარ დედას ადარებდა, რომელსაც ეგონა, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა. მისი ეს სიტყვები, არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ მაგ დროს, ის და მისი თანაგუნდელები, „ქართული ოცნების“ დახმარებით და  საარჩევნო სიით პარლამენტის წევრები გახდნენ. თუმცა, რამდენიმე წელში მათსა და „ოცნებას“ შორის განხეთქილება მოხდა და ბერძენიშვილმაც არ დაიშურა  გასაკრიტიკებელი ფრაზები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება მისთვის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, თავისი გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზებისდა გამო.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა წიგნების კითხვა და ლიტერატურაზე საუბარია. საინტერესოდ და სიღრმისეულად მოსაუბრე ბერძენიშვილი მსმენელში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მისი საჯარო ლექციები, რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა მწერლებსა და მათ შემოქმედებას შეეხება, დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი წერს სტატიებს ლიტერატურის თემაზე „ლიბერალისთვის“ და ვიდეო-გადაცემებს „რადიო თავისუფლებისთვის“. მისთვის ლიტერატურა საზოგადოების სინდისია, მისი სულია, სულის - პურია. მწერალი კი ვალდებულია სიმამაცე, ღირსება, სიამაყე და თავგანწირვა შეახსენოს მკითხველს.
  • იგი პოლიტიკის პარალელურად, ლექტორის სტატუსსაც ირგებს და ასწავლის, როგორც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი. 1996 წელს საქმიანობა არასამთავრობო სექტორში დაიწყო, იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა“ და ფონდ „ქართუს“ დირექტორი, დაარსა „სამოქალაქრო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“. იკავებდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2004 წლიდან პოლიტიკაში ჩაერთო და „მიშას პერიოდში“ გახდა პარლამენტის წევრი. იყო განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ამავე კომიტეტის წევრი. არის „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს სახელი მის ჟურნალსაც ერქვა, რომელიც „საბჭოთა კავშირის“ პერიოდში გამოიცემოდა. ჟურნალის დასახელება სიმრავლის ეფექტის შესაქმნელად იყო მოფიქრებული. სინამდვილეში, კი გამოცემის რედაქციაში არც თუ ისე ბევრი ადამიანი მუშაობდა. 2009 წელს მან დატოვა ქვეყანა და ამერიკის დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დაიწყო მუშაობა. სადაც, სულ 2 წელი დაჰყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი კვლავ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო. არის რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი.

ეს პერსონა
Top