კონსტანტინე გამსახურდია (58 წლის)
  • პოლიტიკოსი
  • 24 ივნისი, 1961 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

  • აღმოსავლეთმცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი და პოლიტიკოსი. 2004 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაარსა პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ და დაიწყო ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. იგი მონაწილეობას იღებდა ოპოზიციურ გამოსვლებში, აქციებში. რამდენჯერმე იყარა კენჭი საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. 2009 წელს იგი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით. მან, ამ პერიოდიდან, აიღო ვალდებულება, რომ გამოიძიებდა ზვიადის მკვლელობის საქმეს. თუმცა, მისი ყოფილი თანაპარტიელი ლადო სადღობელაშვილი აღნიშნავდა, რომ მან, პარლამენტში შესვლის შემდეგ, დაივიწყა თავისი მიზნები, გადაიხარა იმ დროინდელი ხელისუფლების მხარეს, თავის ძმას დამხარებაზე უარიც კი უთხრა უსახსრობის გამო  და საკმაოდ, დიდი თანხები მიითვისა უკანონოდ. თავად, კონსტანტინე ამ ბრალდებებს გამოეხმაურა და მათ მტკნარი სიცრუე უწოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მან ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გააგრძელა ბრძოლა, ზვიადის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. 2018 წელს, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა, კოკომ შიმშილობაც კი დაიწყო ამ ფაქტის გასაპროტესდებლად და რამდენჯერმე კლინიკაშიც კი მოხდვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

  • ჰყავს მეუღლე და შვილები

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 90-იან წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. იყო შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი. 2007 წელს გახდა გაერთიანებული ოპოზიციის ლოდერი. 2016 წელს, ის თავის პარტიასთან ერთად გაერთიანდა ირმა ინაშვილის საარჩევნო ბლოკში.

ეს პერსონა
Top