ალექსანდრე ელისაშვილი (41 წლის)
  • „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი
  • 17 იანვარი, 1978 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი

  • პოლიტიკის მეცნიერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი. თუმცა, 2017 წლის სექტემბერში, მან საკრებულო დატოვა. იგი ეწინააღმდეგებოდა საკრებულოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ მიწის ორ ნაკვეთს შეეცვალა ზონალური სტატუსი და იმ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება გაიცა. საკრებულოდან წამოსვლის შემდეგ, ამავე წელს, მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თავის მხარდამჭერებთან ერთად მოაგროვა 10 000-ზე მეტი ხელმოწერა, მიიღო ცესკო-სგან ნებართვა და კენჭი იყარა თბილისის მერობის არჩევნებში. გამარჯვება ვერ შეძლო, ამიტომ საკუთარ გუნდთან ერთად ჩამოაყალიბა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, რომლის ლიდერიც თავადვე გახდა. 
    საკრებულოს წევრობამდე, 2014 წელს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. სწორედ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დაუპირისპირდა მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას, რომელთაც იგი ადანაშაულებდა ე.წ. „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებით ქრთამის აღებაში და აცხადებდა, რომ მათ მიიღეს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა და თანხის სანაცვლოდ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს ციხიდან გაყვანას დაპირდნენ. ამ ბრალდებების გამო, ბესელიამ ელისაშვილს სასამართლო დავაც მოუგო.
    გამოირჩევა ხისტი, ემოციური და რადიკალური გამოსვლებით. იყენებს შეურაცმხყოფელ ლექსიკასაც, უპირისპირდება ხელისუფლებას, აკრიტიკებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც და მას უწვერო სერგო ორჯონიკიძედ მოიხსენიებს. აქტიურად მონაწილეობდა „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში, აქცია „სირცხვილიაში“, აქციაში „ნუ მომკლავ“ და ა.შ. არც პოლიციასთან დაპირისპირებებს ერიდება და მათთვის წინააღმდეგობიის გაწევის გამო, სამართალდამცავებმა ის რამდენჯერმე დააკავეს კიდეც. ხშირად, საუბრობს თბილისში არსებულ ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე და აკტირიკებს თბილისის მერიის ნაბიჯებს.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესის სფეროებია გარემოს დაცვა, ეკოლოგია. სიმღერებიდან განსაკუთრებით უყვარს: Gorillaz – Stylo, East 17 – It’s Alright, ნიას დიასამიძის - „სულის ვარდო“, გოგი ცაბაძის - „ჩემო თბილის ქალაქო“ და ჰამლეტ გონაშვილის - „დაიგვიანეს“.
  • 2006-2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში, შემდგომ კი, პროგრამა „ალიონის“, რადიოს „პირველი არხის“, რადიო „ორის“ საინფორმაციო პროგრამებისა და „პიკის საათის“ წამყვანად. იყო „მეცხრე არხის“, „რადიო თავისუფლების“, „მაესტროს“ და „კავკასიის“ ჟურნალისტი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top