ჯასტინ ტიმბერლეიკი (39 წლის)
  • მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე
  • 31 იანვარი, 1981 წელი - დაიბადა მემფისში, აშშ-ში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოპულარული ჯგუფის „NSYNC“-ის სოლისტი, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში სოლო კარიერა დაიწყო და პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ, პოპ-ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. 
    ჯასტინ ტიმბერლეიკმა საერთაშორისო პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ბოიბენდ „NSYNC“-ის წევრი გახდა. ჯგუფმა პირველი ალბომი 1998 წელს გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. 1999 წელს მონაწილეობა მიიღო  Disney Channel-ის ფილმში „მოდელის ქცევა“, რომელშიც ჯეისონ შარპის პერსონაჟი განასახიერა. რამდენიმე წარმატებული ალბომის შემდეგ, ტიმბერლეიკი ჯგუფს ჩამოშორდა და სოლო კარიერაზე ფოკუსირდა. 2002 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Justified“, რომელმაც მომღერალს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. ალბომისთვის მომღერალმა ორი გრემის ჯილდოც მიიღო. 
    ამის შემდგომ, მომღერალი სამსახიობო კარიერის შექმნას შეუდგა. 2006 წელს ტიმბერლეიკის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „ედისონი“. იმავე წელს ტიმბერლეიკი გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ალფა დოგი“, „შავი გველის სისინი“ და „სამხრეთული ამბები“. 2006 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა ჯასტინის ეორე ალბომი „FutureSex/LoveSounds“, რომელიც დღემდე, მომღერლის ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება. ალბომში შესულია ისეთი ჰიტები, როგორიცა: „SexyBack“, „My Love“ და „What Goes Around... Comes Around“. 2008 წელს გამოჩნდა ფილმში „გიყვარდეს გურუ“, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ფილმში „გახსნილი გზა“. 2010 წელს შონ პარკერის პერსონაჟი განასახიერა ფილმში „სოციალური ქსელი“, რომელმაც კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა. 2012 წელს გამოვიდა მომღერლის მესამე ალბომი „The 20/20 Experience“. ალბომმა ამერიკაში გაყიდვების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა. 2016 წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმის „ტროლების“ მთავარი პერსონაჟი. ასევე ჩაწერა ფილმის საუნდტრეკი „Can't Stop the Feeling“, რომელმაც ბილბორდის ჩარტში 1-ი ადგილი დაიკავა. 2017 წელს კეიტ უინსლეტთან ერთად ითამაშა ვუდი ალენის ფილმში „ჯადოსნური ბორბალი“. 2018 წელს გამოვიდა მომღერლის მეხუთე ალბომი „Man of the Woods“, რომელიც ა.შ.შ -ში გამოსვლიდან ერთ კვირაში 300 000 ეგზემპლარად გაიყიდა.

  • ჰყავს ცოლი - ჯესიკა ბილი, მსახიობი, რომელზეც 2012 წელს იქორწინა. ჰყავთ ერთი შვილი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯიმი ფელონთან, მილა კუნისთან, ბენ აფლეკთან, კლინტ ისტვუდთან...

  • მისი ჰობია თხილამურებით სრიალი და სნოუბორდი.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top