სელენა გომესი (27 წლის)
  • მომღერალი, მსახიობი
  • 22 ივლისი, 1992 წელი - დაიბადა ტეხასში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც დისნეის ტელესერიალში - „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“ შესრულებული როლითა და წარმატებული მუსიკალური კარიერით. 
    სელენას სამსახობო კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო. 2002 წელს სელენა გომესი სერიალში - „ბარნი და მეგობრებში“ გადაიღეს. 2007 წელს გომესმა მონაწილეობა მიიღო დისნეის პოპულარულ სერიალში - „ჰანა მონტანა“, სადაც  პოპ-ვარსკვლავის, მიკაილას როლი განასახიერა. მოგვინებით, მთავარ როლს ასრულებდა დისნეის სერიალში - „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“.
    მუსიკალურ კარიერაში წარმატების მიღწევის მიზნით, გომესმა 2009 წელს ჯგუფი „Selena Gomez & the Scene“ დაარსა. მათი პირველი სადებიუტო ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც  2009 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა და ამერიკის მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. მუსიკალური კარიერის პარალელურად, სელენამ 2010 წელს, საკუთარი მოდის ხაზი „Dream Out Loud“-ი დაარსა. 
    2011 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „მონტე კარლო“. გადაღებების დროს, სელენამ ყვითელი პრესის ყურადღება ჯასტინ ბიბერთან დაწყებული ურთიერთობით მიიპყრო. ისინი ერთმანეთს 2014 წლამდე ხვდებოდნენ. სხვადასხვა ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ბიბერისა და „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელის, ბარბარა პალვინის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. 2012 წელს გამოვიდა სელენას სადებიუტო ალბომის პირველი სინგლი „"Come & Get It“, რომელიც ბილბროდის ჩარტის ტოპ-100-ში მოხვდა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის მონაცემებით, ალბომი „Stars Dance“, ა.შ.შ-ში ყველაზე ნაკლებად გაყიდვად სტუდიურ ალბომად ითვლება.
    2014 წლის იანვარის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომესი ებრძოდა ავტოიმუნურ დაავადება ლუპუსს. 2017 წელს, დაავადების გამო თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. სელენას დონორი მისი მეგობარი, ფრანსია რაისა იყო.
    სელენა ამჟამად ნეტფლიქსის სერიალ „Thirteen Reasons Why“-ის აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობს, რომლის გადაღებაც 2017 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

  • არ არის დაქორწინებული. 2017 წლიდან ხვდება რეპერ აბელ მაკონენ ტესფაის(The Weeknd). დედა - ამანდა დაუნ კორნეტი, მსახიობი, ხოლო მამა - რიკარდო გომესი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს დემი ლოვატოსთან, ტეილორ სვიფტთან, კარა დელევინთან ...

  • მისი ჰობია სერფინგი, ცეკვა და კალათბურთის თამაში.
  • აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი სელენას დედის თავის ტკივილი გახდა, რადგან ყვითელი პრესა გამუდმებით მათ ურთიერთობაზე წერდა. სწორედ ამის გამო, სელენა და დედამისი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2017 წლის დეკემბერს, დედა-შვილმა Instagram-ზე ერთმანეთი დაბლოკა. გავრცელებული ხმებით, ამის მიზეზი სელენას და ჯასტინის განახლებული ურთიერთობა გახდა, რაზეც დედამისმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება. 

ეს პერსონა
Top