შაკირა რიპოლი (43 წლის)
  • მომღერალი
  • 02 თებერვალი, 1977 წელი - დაიბადა ბარანკილიაში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი და ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა „ბილბორდის ტოპ -100“-ში.
    შაკირა რიპოლი, რომელიც უფრო ცნობილია სასცენო სახელით - შაკირა, 15 წლის იყო, როდესაც პირველი სტუდიური ალბომი „Magia“ გამოუშვა. ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და კრიტიკოსებისგან საკმაოდ უარყოფითი შეფასება მიიღო. ალბომი, რომელმაც მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, იყო „Laundry Service“, რომელიც 2001 წელს გამოვიდა. ალბომმა ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომი „Fijación Oral, Vol. 1“(2005), ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მხოლოდ ამერიკაში, ალვომის 2 მილიონი ეგზეპლარი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის  ტურნის „orally fixated songs“ ფარგლებში, შაკირა თბილისში იმყოფებოდა და რიყეზე გამართა კონცერტი. 2010 წელს შაკირამ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის შექმნა სიმღერა „Waka Waka (This Time for Africa)“, რომელიც გახდა ყველაზე გაყიდვადი მსოფლიო თასის სიმღერა.
     მომღერალს სულ 11 ალბომი აქვს გამოშვებული. უკანასკნელი ალბომი „El Dorado“ 2017 წელს გამოვიდა, რომლისთვისაც მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო. ორგზის გრემის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 70 მილიონი ალბომით.  United World Chart-ის ინფორმაციით შაკირა 2007 წლისათვის 2000-იან წლების ყველაზე წარმატებული მეოთხე შემსრულებელი იყო. 

  • არ არის დაქორწინებული.
    პირველი ქმარი -ანტონიო დე ლა რუა, რომელთანაც ხელი ოფიციალურად არ ჰქონდა მოწერილი. წყვილის ურთიერთობა 11 წელი გრძელდებოდა. ისინი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდნენ.
    2011 წლიდან ურთიერთობა ჰქონდა ესპანელ ფეხბურთელთან, ჟერარდ პიკესთან. ჰყავთ ორი საერთო შვილი. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა.

  • არის კოლუმბიის მოქალაქე
  • მეგობრობს რიანასთან, ბიონსესთან, ჯენიფერ ლოპესთან...

  • მისი ჰობია თავისუფალი დროის ოჯახთან გატარება.
ეს პერსონა
Top