ლედი გაგა (33 წლის)
  • მომღერალი
  • 28 მარტი, 1986 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • 2003 წელს სწავლობდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ტიჩის ხელოვნების სკოლაში. მეორე კურსზე იყო, როდესაც სწავლა მიატოვა და მუსიკალური კარიერის შექმნაზე ფოკუსირდა. 

  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მომღერალი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება პროვოკაციული ნამუშევრებითა და ვიზუალური ექსპერიმენტების გამოყენებით მიიპყრო. 
    2008 წელს გამოვიდა გაგას სადებიუტო ალბომი „The Fame“. ალბომმა დაიკავა ნომერ პირველი პოზიცია ავსტრიის, კანადის, გერმანიის, ირლანდიის და შვეიცარიის ჩარტებში, ხოლო შევიდა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ავსტრალიის საუკეთესო ხუთეულში. ისეთი სინგლები, როგორიცაა — „Just Dance“ და „Poker Face“, საერთაშორისო ჰიტებად იქცა. 2009 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი - „The Fame Monster“. სიმღერამ  „Bad Romance“ -მა  გრემის რიგით 53-ე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში — საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულება და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ვიდეო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე, 2010 წლის აპრილისთვის, ყველაზე ნახვადი ვიდეო იყო. მნახველთა საერთო რაოდენობამ, 1 მლრდ.-ს გადააჭარბა. მიღწეულმა წარმატებამ, გაგა მეორე მსოფლიო ტურის დაწყებისკენ უბიძგა.  The Monster Ball Tour - ასე ერქვა ტურს, რომელიც 2009 – 2011 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო მისმა საერთო მოგებამ $227.4 მლნ. შეადგინა. 2011 წელს, გაგამ მესამე სტუდიური ალბომი „Born This Way" გამოუშვა. ერთ კვირაში ალბომის გაყიდვების ტირაჟმა ერთ მილიონს გადააჭარბა.
    მუსიკალური კარიერის გარდა, ლედი გაგამ სამსახიობო კარიერის შექმნაც შეძლო. 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალში -  „ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმროს“ მეხუთე სეზონში. 
    2018 წელს კი, გაგამ მონაწილეობა მიიღო მსახიობ ბრედლი კუპერის მიერ გადაღებულ ფილმში - „ვარსკვლავის დაბადება“. გაგამ და კუპერმა ფილმისათვის სიმღერები ერთობლივად დაწერეს. ფილმის საუნდტრეკის  „Shallow“ -ს შესრულებისთვის, გაგამ მიიღო ოსკარის და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.
    ღია ბისექსუალი ლედი გაგა არის ლგბტ უფლებების აქტიური დამცველი. მისი ურიცხვი გეი გულშემატკივრებიდან გამომდინარე მიიჩნევა ერთ-ერთ გეი აიკონად.  2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ საერთაშორისო აღლუმში. სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა რამდენიმე ევროპული ქვეყნის შეუწყნარებელი კანონები გეების მიმართ და ხალხს სიყვარულის რევოლუციისკენ მოუწოდა.

  • არ არის დაქორწინებული. 2015 წელს დაინიშნა მსახიობ, ტეილორ კინეიზე. 2016 წელს, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2017 წელს თავის აგენტზე, ქრისტიან კარინოზე დაინიშნა. ისინი ერთმანეთს 2019 წელს დაშორდნენ. 
    დედა - სინტია ბისეტი, ხოლო მამა - ჯოზეფ ჯერმანოტა. ჰყავს უმცროსი და - ნატალი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს კორტნი ლავთან, ბიოსენსთან, ელენ დეჯენერესთან, ოპრა ვინფრისთან...

  • მისი ჰობია ტანსაცმლის დიზაინი და ბოულინგი.
  • აღსანიშნავია, რომ ლედი გაგამ არაერთხელ მოირგო ისეთი ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი, როგორებიც არიან: ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა და აკა ფროიდაშვილი. 

ეს პერსონა
Top