ჯენიფერ ლოპესი (50 წლის)
  • მომღერალი, მსახიობი
  • 24 ივლისი, 1969 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი და პოპ-მომღერალი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლათინელი მსახიობი გახდა.
    სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, ჯენიფერი სატელევიზიო შოუში მოცეკვავედ გამოდიოდა. 1990-იან წლების დასაწყისში ლოპესი მთლიანად ფოკუსირებულია სამსახიობო კარიერის შექმნაზე. 1993 წელს ლინდსი ვაგნერთან და რობერტ ლოჯიასთან ერთად მონაწილეობს ფილმში „ველურ ბუნებაში დაკარგული“. იმავე წელს, ლოპესმა CBS-თან გააფორმა ხელშეკრულება და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში „მეორე შანსი“. 1995 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ჩემი ოჯახი“, რომელშიც ახალგაზრდა მარიას პერსონაჟი განასახიერა. ამავე წლის ნოემბერში, მსახიობი უესლი სნაიპსთან და ვუდი ჰარელსონთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „ფულის მატარებელი“. 1997 წელს ლოპესის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „სელენა“, რომელშიც პოპ-მომღერლის სელენა კინტანილია-პერეზის როლი შეასრულა. შესრულებულმა როლმა ლოპეს დიდი აღიარება მოუტანა, მათ შორის, ოქროს გლობუსის ნომინაციაც. 1990 -იანი წლების მეორე ნახევარში, ლოპესის მონაწილებოთ გამოვიდა ფილმები: „სისხლი და ღვინო“(1996), „ანაკონდა“(1997), „მოსახვევი“(1997), „მხედველობის მიღმა“(1998) და ა.შ. 
    1999 წელს გამოვიდა ჯენიფერ ლოპესის სადებიუტო სინგლი „If You Had My Love“, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. იმავე წლის ივნისში გამოვიდა ლოპესის პირველი ალბომი „On the 6“. ალბომის გამოსვლის შემდეგ, ა.შ.შ-ში ისედაც ცნობილი მსახიობი, კიდევ უფრო მეტად გახდა პოპულარული. 1990-იანი წლების მიწურულს, კინოვარსკვლავი პოპ-ვარსკვლავად გარდაიქმნა.  მრავალი ნიჭის მქონე ლოპესის პოპულარობამ 2001 წელს ახალ სიმაღლეებს მიაღწია, როდესაც მომღერლის მეორე ალბომი - „J. Lo“ გამოვიდა. ალბომს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. მსოლფიო მასშტაბით გაიყიდა ალბომის 12 მლნ. ეგზემპლარი. იმავე წელს ჯენიფერის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „ქორწილების ორგანიზატორი“, რომელიც გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაყიდვებით პირველი ადგილი დაიკავა. 
    2002 წლის თებერვალში გამოვიდა მომღერლის მესამე ალბომი „J to tha L–O! The Remixes“, რომელიც მსახიობ, ბენ აფლეკს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ წყვილი მედიის ყურადღების  ცენტრში მალევე მოექცა. სუპერწყვილს, მედიამ ზედმეტსახელად „ბენიფერი“ შეარქვა. გახმაურებული ურთიერთობა 2003 წელს, წყვილის დაშორებით დამთავრდა. მუსიკალური და სამსახიობო კარიერი გარდა, ლოპეზი საქველმოქმედო საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული. 2009 წელს ჯენიფერმა დასთან ერთად, კალიფორნიაში დაარსა არაკომერციული ორგანიზაცია „The Lopez Family Foundation“, რომელიც ცდილობს გაზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა შ.შ.მ პირებისა და ბავშვებისათვის. 
    90-იანების დასაწყისიდან დღემდე ჯეი-ლოს კარიერა მოიცავს 8 სტუდიურ ალბომსა და 35 ფილმს. 2018 წლის მონაცემებით, ჯენიფერმა მსოფლიო მასშტაბით 40 მლნ. ალბომი გაყიდა, ხოლო მისმა ფილმებმა მთლიანობაში $3 მლრდ. შეადგინა.

  • 2019 წელს დაინიშნა ყოფილ ბეისბოლისტზე, ალექს როდრიგესზე. 
    პირველი ქმარი - ოჯანი ნოა, კუბელი მიმტანი, რომელსაც 1998 წელს გაშორდა.
    მეორე ქმარი - კრის ჯადი, მოცეკვავე, რომელსაც 2002 წელს გაშორდა.
    მესამე ქმარი - მარკ ანტონი, მომღერალი და მსახიობი, რომელსაც 2004 წელს გაჰყვა ცოლად. ჰყავთ ორი შვილი. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა.
    დედა - გუადალოპე როდრიგესი, ხოლო მამა - დევიდ  ლოპესი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ლია რემინისთან, კეიტ ჰიუდსონთან, დრეიკთან, კამერონ დიასთან, დემი ლოვატოსთან...

  • მისი ჰობია ცეკვა, ვარჯიში და ჩოგბურთის თამაში.
ეს პერსონა
Top