ლევან გიგინეიშვილი (47 წლის)
  • ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი
  • 15 აპრილი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთვარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1995-2000 წლებში მოიპოვა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების მეცნიერებათა მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი. 2003 წელს კი, მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფილოლოგი. 15 წელზე მეტია რაც აკადემიურ საქმიანობას ეწევა. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ასწავლიდა ფილოსოფიასა და ქართულ ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილი სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. „ლექტორმა უნდა გადასდოს სტუდენტებს ინტერესის ის მუხტი, რომელიც თვითონ აქვს, და თუ არ აქვს, არც კურსი უნდა გააკეთოს, თორემ თავსაც დასტანჯავს და სტუდენტებსაც“ - ლევან გიგინეიშვილი, ნამდვილად არის  იმ ლექტორთაგან ერთ-ერთი, რომელსაც შეუძლია სრულიად აუდიტორიის „ხელში აყვანა“ და ინტერესის მუხტის გადაცემაც. მისი საჯარო ლექციები, ყოველთვის განხილვის საგანია. აღფრთოვანებული სტუდენტები, ლექციის დასრულების შემდეგ, ხშირად უზიარებენ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს. მიიჩნევენ, რომ ლევანი საინტერესოდ მოსაუბრე და  პროფესიონალია.
    პარალელურად, პოლიტიკაზეც საუბრობს და არც თუ ისე იშვიათად. ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არის სრულიად წარმოუდგენელი, რადგან ეს უკან დაწევს ქვეყანას. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წლის დავიწყება არ შეიძლება, რათა სულ გვახსოვდეს, რომ მსგავსი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. მათ მმართველობას ანთროპოლოგიურ კატასტროფას უწოდებს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ჩოგბურთის თამაში და თხილამურებზე სრიალი. მწერლებს შორის, განსაკუთრებით გამოჰყოფს ჩეხოვს და ო ჰენრის.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top