ანა დოლიძე (40 წლის)
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • 26 ოქტომბერი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი. იგი ამ თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა და 2 წელი მუშაობდა. ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, იგი დაუპირისპირდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. დაპირისპირების მიზეზი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსზე მარგველაშვილის სამი ვეტოს დადება გახდა. დოლიძემ და კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პარლამენტმა მარგველაშვილს წერილითაც კი მიმართა დოლიძის საქციელის გამო გარკვეული რეგულაციების გატარების მოთხოვნის მიზნით. გიორგი მარგველაშვილმა კი, დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამაოსამართლე წევრად დაასახელა და კობახიძე-დოლიძის დავა განსხვავებულ რეჟიმსა და ფორმატში გაგრძელდა. იგი ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წევრების უვადოდ დანიშვნას, მიაჩნდა რომ, მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მმართველობა სასამართლოში დაშვებული არ უნდა ყოფილიყო და ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად მიმართავდა პარლამენტს, რომ ეს სია არ უნდა დაემტკიცებინა საკანონმდებლო ორგანოს. იგი აღნიშნავდა, რომ „მურუსიძე-ჩინჩალაძემ, რომ მოინდომონ იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოშიო“. სწორედ, ამ პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი. სერგო მეთოფიშვილის თქმით, რომელსაც დოლიძე ჟირინოვსკის ადარებდა, ანა ამ ორგანიზაციასთან, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, სავარაუდოდ ანაზღაურების გამოო. თავად, დოლიძე ბრალდებას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ ეს იყო ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იძიებდა საქმეებს. მოსამართლეთა გასაუბრების პროცესი, რომელიც გვიან ღამემდე გრძელდებოდა, დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პროტესტის ფონზე ხვდებოდნენ. ანამ, ჩუსტებიც კი მიიტანა საბჭოში სამუშაო საათების გვიან ღამემდე გაგრძელების საპროტესტოდ. იგი აკრიტიკებს ხელისუფლებასაც და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აღნიშნავდა, რომ ამომრჩეველმა საშემოდგომო გამოაყოლა „ქართულ ოცნებასო“. 

  • მისი მეუღლე იყო მწერალი ირაკლი კაკაბაძე. ჰყავთ ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მცენარეების მოვლა, სამზარეულოში ტრიალი. სურს, რომ შეისწავლოს პიანინოზე დაკვრა და ოცნებობს ჰქონდეს სიმღერის ნიჭი. ყველაზე მეტად უიმედობის ეშინია.
  • სკოლის დამთავრების შემდეგ, დოლიძემ სწავლა ამერიკაში განაგრძო. იქიდან დაბრუნებული, ჯერ მეორადი ტანსაცმლის, ხოლო შემდეგ წიგნების მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. 2004 წლიდან ის „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციას ხელმძღვანელობდა. 2006 წლიდან, აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში, რომლის მთავარი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯა იყო. 2007 წლიდან მან აშშ-ში განაგრძო სწავლა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგურ საქმიანობას. 2015 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ის თავის მოადგილედ დანიშნა და აღნიშნა, რომ ანა საუკეთესო კანდიდატი იყო. თავად, დოლიძემ კი ისაუბრა, მის გამოცდილებასა და პრიორიტეტებზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ფარგლებში აქტიურად ვმუშაობდი თავდაცვის სტრუქტურასთან, განსაკუთრებით იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯარისკაცების უფლებების დარღვევას შეეხებოდა - ამბობდა ის. 2016 წლის თებერვალში, გიორგი მარგველაშვილმა დოლიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო. იგი ევროსასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა საქართველოს მთავრობამ, ის კანდიდატთა საბოლოო სამპირიან სიაში არ ჩასვა.  
    2002-2003 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children საზოგადოებრივი ინტერესების  საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე. 2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი.

ეს პერსონა
Top