ჯესიკა ალბა (38 წლის)
  • მსახიობი
  • 28 აპრილი, 1981 წელი - დაიბადა კალიფორნიაში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსახიობი, მოდელი და ბიზნესვუმენი. როგორც ალბა აღნიშნავს, ის საკმაოდ კონსერვატულ, კათოლიკე, ლათინურ-ამერიკულ  ოჯახში გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ის თავისთავს ლიბერალად და ფემინისტად თვლის. ალბა, თინეიჯერობის პერიოდში კათოლიკედ იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით, ეკლესია დატოვა, რადგან გრძნობდა, რომ მას გარეგნობის გამო განსჯიდნენ. ალბა ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის დამოკიდებულებას ჰომოსექსუალებისადმი და ასევე იმ ფაქტს, რომ ბიბლიაში მისაბაძი ძლიერი ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი.
    სამსახიობო კარიერა ალბამ 13 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობა მიიღო ფილმებში დაკარგული ბანაკი“(1994) და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“(1994). თუმცა, პოპულარული 19 წლის ასაკში გახდა, როდესაც სერიალში „ბნელ ანგელოზში“(2000–2002) მიიღო მონაწილეობა. შესრულებული როლისთვის, ის ოქროს გლობუსის ნომინაციაში წარადგინეს. ფილმის გადაღებებისას მან მსახიობ მაიკლ უეზერლთან დაიწყო ურთიერთობა, ხოლო სამ წლიანი ურთიერთობა, 2003 წელს, დაშორებით დასრულდა. 
    2012 წელს, ჯესიკა ალბამ თავის ბიზნეს პარტნიორთან ერთად  „The Honest Company“ დაარსა. კომპანია აწარმოებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო საქონელი, საფენები და ტანის მოვლის საშუალებები. 2014 წლისთვის კომპანიის ღირებულება $1.4 მილიარდად შეფასდა. მომდევნო წელს, ალბამ წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „გულწრფელი ცხოვრება“(2013), რომელიც „ნიუ იორკ თაიმზის“ ბესტსელერი გახდა. 
    „ფანტასტიკური ოთხეულის“(2004) გადაღებებისას, ალბა მსახიობ, მაიკლ უორენს შეხვდა. 2008 წელს მათ ლოს ანჯელესში იქორწინეს.

  • ჰყავს ქმარი - მაიკლ უორენი, მსახიობი და სამი შვილი. დედა - კატერინა ლუიზა, ხოლო მამა - მარკ დევიდ ალბა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს გაბრიელ უნიონთან, ნიკოლ რიჩისთან, კეით ჰიუდსონთან...

  • მისი ჰობია გოლფის თამაში, იოგა და მუსიკა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top