კარლი კლოსი (27 წლის)
  • მოდელი და მეწარმე
  • 03 აგვისტო, 1992 წელი - დაიბადა ჩიკაგოში
  • სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია.

  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მოდელი, „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზი და მეწარმე.  
    კარლი კლოსმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი ფოტოსესია გადაიღო ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა, ბრიუს ვებერმა. 2008 წელს კლოსმა „NEXT Model Management“-თან გააფრომა კონტრაქტი. ამის შემდეგ, მოდელმა ფაქტობრივად ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიპყო. კლოსი გამოვიდა 31 ჩვენებაზე და დახურა მარკ იაკობსის შოუ. ოთხი წლის შემდეგ, კარლიმ სამოდელო სააგნეტო შეიცვალა და „IMG Models“-ში გადავიდა. 
    კლოსის სამოდელო კარიერა თავბრუდამხვევი წარმატებით განვითარდა. მოდელი მონაწილეობდა ისეთი ცნობილი დიზაინერების რეკლამებში, როგორიცაა: „Jean Paul Gaultier“, „Donna Karan“, “Nina Ricci“, „Chloé“, „Alexander McQueen“, „Yves Saint Laurent“, „Elie Saab“, „Dolce & Gabbana“ და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ მოდელი 36-ჯერ იყო ჟურნალ Vogue-ის ყდაზე. გარდა ამისა, კლოსი გამოჩნდა სერიალში „ჭორიკანა“, რომელშიც საკუთარ თავს განასახიერებდა. 2014 წელს კარლი კლოსი ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში მოხვდა. მისმა შემოსავალმა იმ წელს $4 მილიონი შეადგინა.
    მოდელმა 2015 წელს დაარსა პროგრამა „Kode With Klossy“, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამული ინჟინერიის სფეროში გენდერული თანასწორობის დამყარებას. კარლი კლოსმა პირადი სახსრებიდან $20,000 გადაიხადა და 21 თინეიჯერი გოგონა ჩაწერა Flatiron School-ის ორკვირიან პროგრამირების კურსებზე, რომელიც 2014 წელს თავად გაიარა.

  • ჰყავს ქმარი - ჯოშუა კუშნერი, ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელზეც 2018 წელს იქორწინა. დედა - თრეისი კლოსი, დირექტორი, ხოლო მამა - კურტ კლოსი, სასწრაფო დახმარების ექიმი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ტეილორ სვიფტთან, ჯიჯი ჰადიდთან, ივანკა და ჯარედ კუშნერებთან, კენდალ ჯენერთან...

  • მისი ჰობია ბალეტი და მოტოციკლეტით კატაობა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top