მერაია კერი (50 წლის)
  • მომღერალი
  • 27 მარტი, 1970 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც  დღემდე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ვარსკვლავად ითვლება. 
    ხმის ჩამწერ კომპანიასთან „Columbia Records“-თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მომღერალმა პირველი სადებიუტო ალბომი „Mariah Carey“ გამოუშვა. ალბომი ამერიკის მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უფრო მეტიც, Jackson 5-ის შემდეგ, კერი პირველი მუსიკოსი გახდა, რომლის ოთხმა სინგლმა ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 
    ამას მოჰყვა მეორე სტუდიური ალბომი „Emotions“, რომელმაც დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. შემდგომი ალბომები „Music Box“(1993) და „Daydream“(1995) აშშ-ში დაახლოებით 10 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, კერი დაიღალა „ტკბილი და ზნეობრივი“ იმიჯისგან, რომელიც მისი ეტიკეტისთვის იქნა შემუშავებული. 1997 წელს გამოუშვა ალბომი „Butterfly“, რომელშიც იგრძნოდოდა ჰიპ-ჰოპისა და რეპის გავლენები და წინა ალბომებისგან განსხვავებით, უფრო სექსუალური ხასიათი ჰქონდა. 2001 წელს „Virgin Records“-თან 85 მლნ. დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც კერი თაობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა. ამის შემდეგ, მომღერლის კარიერამ დაღმავლობა განიცადა. 2001 წელს „ფიზიკური და ემოციური კოლაფსის“ გამო, კერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2018 წელს კერიმ გაამხილა, რომ საავადმყოფოში მას ბიპოლარული აფექტური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
    აღსანიშნავია, რომ მერაიას გააჩნია კონტრალტოს 5-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი, რეალურად კერის ვოკალური დიაპაზონი ფარავს ყველა ოქტავას კონტრალტოდან დაწყებული - სოპრანომდე. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, არ არსებობს მსოფლიოში სხვა ვოკალისტი, ვისაც მერაიაზე უკეთ შეუძლია სუპერმაღალი ნოტებისათვის მიწვდომა. ამ მხრივ კერიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. MTV-სა და ჟურნალი Blender-ის 22 საუკეთესო მუსიკალური ხმის სიაში მერაიამ 1 ადგილი დაიკავა.
    2008 წელს მომღერალი დიდ სკანდალში გაეხვა. ლიბიაში, საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და დიქტატორ, მუამარ კადაფის ოჯახისთვის არაერთი სიმღერა შეასრულა, რაზეც მოგვიანებით განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია თავისი საქციელის გამო  და წუხს, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღო.   
    მომღერალმა 2018 წელს გამოსცა რიგით მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი „Caution“, ხოლო 2019 წლის დასაწყისში მსოფლიო ტურნე დააანონსა. 

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული. პირველი ქმარი - ტომი მოტოლა, მუსიკალური პროდიუსერი, რომელსაც 1997 წელს დაშორდა. მეორე ქმარი - ნიკ კენონი, მსახიობი, რომელსაც 2008 წელს გაჰყვა ცოლად. 2011 წელს შეეძინათ ტყუპები. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.
    დედა - პატრიცია კერი, ოპერის მომღერალი, ხოლო მამა - ალფრედ როი კერი, ინჟინერი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ბიოსენსთან, რიანასთან, პამელა ანდერსონთან, ნაომი კემპბელთან..

  • მისი ჰობია წყლის აერობიკა და ცურვა.
ეს პერსონა
Top