კიმ კარდაშიანი (39 წლის)
  • მსახიობი, ფოტომოდელი
  • 21 ოქტომბერი, 1980 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი ბიზნესვუმენი, მოდელი და მსახიობი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება რეალითი შოუში „Keeping Up with the Kardashians“ მონაწილეობით მიიქცია. 
    კიმ კარდაშიანი შოუ-ბიზნესში პირველად პარის ჰილტონის სატელევიზიო სერიალში „The Simple Life“(2003-2006) მონაწილეობით მოხვდა. კიმმა თავის ორ დასთან ერთად ბიზნეს სამყაროში 2006 წელს შეაბიჯა, როდესაც კალიფორნიაში ტანსაცმლისა და აქსესუარების ბუტიკი „Dash“ გახსნა. 2007 წელს სოციალურ ქსელში გაჟონა კიმისა და რეი ჯეის სექს-ფირმა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა. კიმი მოლაპარაკებებზე წავიდა კომპანიასთან, რომელმაც მისი ვიდეო გაავრცელა და 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, კომპანიას ვიდეოს გავრცელების უფლება მისცა. 
    2007 წლის ოქტომბრიდან, კიმ კარდაშიანი და მისი ოჯახი გამოჩდნენ სატელევიზიო სერიალში „Keeping Up with the Kardashians“. სატელევიზიო სერიალმა კიმს არანხული პოპულარობა მოუტანა. 2008 წელს კიმ კარდაშიანი ყველაზე „გუგვლადი“ პიროვნება იყო. 2010 წელს კიმმა 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ფულის 10% საქვლმოქმედო ფონდში გადარიცხა) და რეალითი-შოუს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „კატასტროფული ფილმი“. 
    აღსანიშნავია, რომ კიმ კარდაშიანს სომხური წარმომავლობა აქვს. მას არა ერთხელ წარმოუჩენია მისი სომხური წარმომავლობა. სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის, ის აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტსაც დაუკავშირდა. 2015 წელს ერევანს ეწვია. ამავე წელს, იერუსალიმში სომხურ უბანს ესტუმრა, სადაც სომხური სამოციქული ეკლესიის ტრადიციების მიხედვით მონათლა ქალიშვილიც. 

  • ამჟამად არის დაქორწინებული კანიე ვესტზე - რეპერი, რომელსაც 2014 წელს გაჰყვა ცოლად. ჰყავთ ოთხი შვილი.
    პირველი ქმარი - დეიმონ ტომასი, პროდიუსერი, რომელსაც 2003 წელს გაშორდა; მეორე ქმარი - კრის ჰამფრისი, კალათბურთელი, რომელსაც ქორწინებიდან 72 დღეში გაშორდა. 
    დედა - კრისეტნ მერი ჯენერი, სატელევიზიო პერსონა და პროდიუსერი, ხოლო მამა - რობერტ კარდაშიანი, ადვოკატი, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა. ჰყავს ორი და - კორტნი და ქლოი და ერთი ძმა - რობი. ასევე ჰყავს ორი ნახევარდა - ქენდალი და კაილი ჯენერი. აღსანიშნავია, რომ კიმ კარდაშიანის დედა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ცოლად გაყვა ბრუს ჯენერს, სატელევიზიო პრესონასა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელს. ბრუსი მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალში „Keeping Up with the Kardashians“. 2015 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და 2017 წელს სქესი შეიცვალა. 2015 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა. სქესის შეცვლის შემდეგ, ბრუსმა სახელი გადაირქვა და გახდა კეტლინი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯესიკა ალბასთან, ჯონათან ჩებანთან, სიარასთან, ჩირსი ტეიგენთან, ამბერ როუზთან...

  • მისი ჰობია ვარჯიში, მუსიკის მოსმენა და სიმღერა.
ეს პერსონა
Top