ქლოი კარდაშიანი (35 წლის)
  • მოდელი; ტელეწამყვანი
  • 27 ივნისი, 1984 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მოდელი და სატელევიზიო სერიალის „Keep Up With the Kardashians“-ის ვარსკვლავი. 
    მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანის სექს-ფირი სოციალურ ქსელში გავრცელდა, კარდაშიანების ოჯახი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის, ქლოიც, რომელიც 2007 წლიდან მონაწილეობს რეალითი-შოუში „Keep Up With the Kardashians“. სერიალის პოპულარობამ, ფაქტობრივად ქლოის მომავალი განაპირობა, რადგან სხვადასხვა სილამაზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიისგან შემოთავაზებები მიიღო. 2010 წელს დებმა: კიმმა, ქლოიმ და კორტნიმ გამოუშვეს წიგნი „Kardashian Konfidential“, რომელიც მოზარდებში პოპულარობით სარგებლობდა. 2011 წელს ქლოიმ და მისმა ქმარმა გამოუშვეს სუნამო „Unbreakable“. 
    აღსანიშნავია, რომ ქლოი მხარს უჭერს სომხების გენოციდის აღიარებას და 2015 წელს, ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალიც მოინახულა.  

  • არ არის დაქორწინებული. პირველი ქმარი - ლამარ ოდომი, კალათბურთელი, რომელსაც 2016 წელს გაშორდა. 
    სასიყვარულო ურთიერთობაში იყო კალათბურთელ ტრისტან ტომფსონთან, რომლისგანაც 2018 წელს გოგო შეეძინა. 2019 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
    დედა - კრისტენ მერი ჯენერი, სატელევიზიო სახე და პროდიუსერი, ხოლო მამა - რობერტ კარდაშიანი, ადვოკატი, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს მალიკა ჰაქთან, ლარსა პიპენთან, სნუპ დოგთან...

  • მისი ჰობია ოჯახტან დროის გატარება და მუსიკის მოსმენა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top