ბეატი პრინსლო (62 წლის)
  • ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი
  • 09 ივლისი, 1957 წელი - დაიბადა ფანდერბეილპარკში, სამხრეთ აფრიკაში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ნამიბიელი მოდელი, რომელმაც პოპულარობა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც  „ვიკტორია სეკრეტის“ ანგელოზი გახდა.
    ბეჰატი პრინსლო კეიპ ტაუნში აღმოაჩინეს, როდესაც ბებიასთან და ბაბუასთან საზაფხულო არდადეგებს ატარებდა. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მოდის ინდუსტრიაში. მისი სადებიუტი ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე შედგა, როდესაც „პრადასა“ და „მიუ-მიუს“ ექსკლუზიურ ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. 2005 წელს ბეჰატი ბრიტანული და იტალიური „Vogue“-თვის გადაიღეს. 2006 წელს ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორიცაა:  Chanel, Fendi და Alexander McQueen.
    მის მთავარ მიღწევად ითვლება, ქალის თეთრეულის მწარმოებელ კომპანია „ვიქტორია სეკრეტის“ ტანსაცმლის ხაზთან „Pink“-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელმაც მოდელს მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოუტანა. 2006 წლიდან, პრინსლო რეგულარულად გამოდიოდა „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენებებზე, ხოლო 2009 წლიდან „ანგელოზი“ გახდა. ამის გარდა, მოდელი არაერთ ვიდეო-კლიპში გადაიღეს. ის მონაწილეობს Maroon5-ის 4 კლიპლში და სელენა გომესის "Hands to Myself"-ის ვიქტორია სეკრეტის ვერსიაში.

  • ჰყავს ქმარი - ადამ ლევინი, მომღერალი, რომელზეც 2014 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. დედა - მაგდა პრინსლო, სასტუმროს მფლობელი, ხოლო მამა - ლუის პრისლო, მღვდელმსახური.

  • არის ნამიბიის მოქალაქე
  • მეგობრობს ლილი ალდრიჯთან, ქენდის სვინპულთან, ტეილორ სვიფტთან...

  • მისი ჰობია ვარჯიში და მუსიკა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top