კრისტინა აგილერა (38 წლის)
  • მომღერალი
  • 18 დეკემბერი, 1980 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ამერიკის ისტორიაში, ასევე კომპოზიტორი, მსახიობი და სატელევიზიო პერსონა. 
    აგილერამ თავისი კარიერა მსახიობობით დაიწყო. მონაწილეობდა გადაცემა „The All New Mickey Mouse Club“ -ში, რომელშიც ისეთი ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: ბრიტნი სპირზი, ჯასთინ თიმბერლეიქი და ა.შ. მისი სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოვიდა და მაელვე მოექცა ბილბორდის სიის სათავეში. ეს ალბომი ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა - 4 თვეში პლატინის სტატუსი მიიღო, თავად მომღერალმა კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოებაზე  წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის  ნომინაციაში გაიმარჯვა. აგილერას ალბომის სიმღერების ავტორთა განცხადებით, კრისტინა ცდილობდა მაყურებლისათვის ბოლომდე ეჩვენებინა მისი ხმის სიძლიერე და კონცერტებზე, ხშირად მხოლოდ როიალის თანხლებით მღეროდა. აღსანიშნავია, რომ მას სოპრანოს ვოკალი აქვს. 
    2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომის პირველი ვიდეო „Dirty“, რომელიც სექსუალური ხასიათის იყო. ვიდეოს საკმაოდ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რადგან აქ მომღერალი არა პოპ-ვარსკვლავის, არამედ სექსუალური ქალის როლში მოევლინა საზოგადოებას, რამაც მაყურებლის გაღიზიანება გამოიწვია. თავად მომღერლის განცხადებით, ახალი ამპლუა გაცილებით უკეთ ასახავდა მის პიროვნებას.
    ამავე პერიოდში, კრისტინა აგილერას ძლიერ კონკურენტთან, პოპ-ვარსკვლავ ბრიტნი სპირსთან უწევდა გამკლავება. მათ შორის მუდამ იყო დაძაბული ურთიერთობა. ინტერვიუებში ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ და სტილის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. მათი დაპირისპირება Coca-cola-სა და Pepsi -ს დაპირისპირებას წააგავდა. მართლაც, ქრისტინა კოკა-კოლას სახე იყო, ხოლო ბრიტნი - პეპსის. როგორც აგილერამ 2012 წლის ინტერვიუში აღნიშნა: “ჩვენ ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით და საინტერესოა, ის, რომ ჩვენი გზები მომავალშიც გადაკვეთება.“ რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ კრისტინამ, როგორც იქნა, იპოვა ნამდვილი სიყვარული. მისი რჩეული, მუსიკალური პროდიუსერი ჯორდან ბრათმენი გახდა, რომელსაც 2010 წელს დაშორდა. მათ ვაჟი, მაქსი 2008 წელს შეეძინათ.  ფილმის „ბურლესკის“ გადაღებებისას(2010წ), აგილერამ მომავალი მეუღლე, მეთიუ რათლერი გაიცნო. მათ  ნიშნობის შესახებ 2014 წელს გაავრცელეს განცხადება.
    2018 წლის მდგომარეობით, აგილერამ მსოფლიო მასშტაბით, 75 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.  მისმა ნამუშევრებმა მომღერალს უამრავი ჯილდო მოუტანა, მათ შორის ხუთი გრემი. 

  • ჰყავს მეუღლე - მეთიუ რათლერი და ორი შვილი; დედა - შელი ლორან ფიდლერი, ხოლო მამა - ფაუსტო ხავიერ აგილერა. აგილერა 6 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. იგი დედამისთან ერთად საცხოვრებლად ბებიასთან,  პენსილვანიაში გადავიდა. ამბობენ, რომ  მამამისი მასზე და დედაზე ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს დონატელა ვერსაჩესთან, ნიკოლ რიჩისთან, კაილი ჯენერთან.

  • მისი ჰობია მუსიკა, ცეკვა, სპორტი.
  • ბევრისთვის უცნობია, თუმცა აგილერა საკმაოდ დიდ თანხებს სწირავს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს. იგი თავის სოციალურ სტატუს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდასაჭერად იყენებს, რომლებიც ებრძვიან შიმშილს მსოფლიოში, შიდსა და ადამიანისადმი სასტიკ მოპყრობას. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top