ჯონ ტრავოლტა (66 წლის)
  • მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, პროდიუსერი, სცენარისტი
  • 18 თებერვალი, 1954 წელი - დაიბადა ენგელვუდში, აშშ-ში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთასორისო აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა „შაბათ საღამოს ციებ-ცხელება“, „ბრეოლინი“, „მაკულატურა“ და ა.შ.
    ჯონ ტრავოლტას სამსახიობო დებიუტი შედგა 1972 წელს ფილმში „სასწრაფო“. შემდგომ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში „კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კოტერ“, რომლითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1976 წელს გადაიღეს ფილმში „კერი“, რომელშიც ბილი ნოლანის პერსონაჟი განასახიერა. იმავე წელს ტრავოლტამ გამოსცა სინგლი „Let Her In“, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეათე ადგილი დაიკავა. მომდევნო წლებში მსახიობმა ისეთ ფილმებში მიიRო მონაწილეობა, რომლითაც ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. ეს ფილმებია: „შაბათ საღამოს ციებ-ცხელება“(1977), „ბრეოლინი“(1978), „ქალაქელი კოვბოი“(1980). ამის შემდგომ, ტრავოლტა ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მსახიობის პოპულარობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინეს. ეს ფილმებია: „იდეალური“(1985), „იცოცხლე“(1983) და ა.შ.
    90-იანი წლების დასაწყისში იწყება ტრავოლტას კარიერული წინსვლა. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „შეხედე ვინ ლაპარაკობს“(1990). 1994 წელს ტრავლოტას, უმა თურმანის, სამუელ ელ ჯექსონისა და ბრიუს ვილისის მონაწილეობით გამოვიდა კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმი „მაკულატურა“, რომელმაც მსახიობს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა. ამას მოჰყვა ფილმი „დაიჭირე ჯუჯა“(1995), „სახის გარეშე“(1997), „სამოქალაქო ოქმი“(1998), „გენერლის ქალიშვილი“(1998) და ა.შ.
    2000-იან წლებში ტრავოლტამ მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „სასიყვარულო სიმღერა ბობი ლონგისთვის“(2004), „რაზმი 49“(2004), „ნამდვილი ტახები“(2007), „ბებერი ძაღლები“(2009) და ა.შ. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ამერიკული კრიმინალური ისტორია“, რომლისთვისაც ტავოლტამ პირველი ემის ჯილდო მიიღო. 2018 წელს მსახიობის მონაწილეობიტ გამოვიდა ფილმი „გოტის კოდექსი“, რომელიც კრიტიკოსებმა ნეგატიურად შეაფასეს. 
    აღსანიშნავია, რომ სამსახიობო კარიერი პარალელურად, ტრავოლტა ავიაციით არის გატაცებული. ის ფახლავთ პილოტი, რომელსაც ჰყავს საკუთარი Boeing 707“. 

  • ჰყავს ცოლი - კელი პრესტონი, მსახიობი, რომელზეც 1991 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. მესამე შვილი - ჯეტი, 2009 წელს გარდაიცვალა.
    დედა - ჰელენ ტრავოლტა, (1912 - 1978) მომღერალი და მსახიობი, ხოლო მამა - სალბატორ ტრავოლტა, (1912-1995) ბეისბოლის მოთამაშე.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ოლივია ნიუტონთან, პიტბულთან, კრისტი ელისთან, ტომ კრუზთან...

  • მისი ჰობია ავიაცია.
ეს პერსონა
Top