ჯასტინ ბიბერი (25 წლის)
  • მომღერალი
  • 01 მარტი, 1994 წელი - დაიბადა ონტარიოში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ჯასტინ ბიბერის კარიერა „Youtube“–ით  დაიწყო, სადაც 2007 წლიდან  საკუთარი ვიდეოებს აქვეყნებდა. პროდიუსერმა, სკუტერ ბრაუნმა მომავალი ვარსკვლავი სწორედ „Youtube“-დან გაიცნო და ინტერნეტის საშუალებით მის ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. ჯასტინ ბიბერით დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები და პროდიუსერები, როგორებიც არიან აშერი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. ბიბერმა ყურადღება აშერთან თანამშრომლობაზე შეაჩერა და დედამისთან ერთად, ატლანტაში საცხოვრებლად გადავიდა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას  „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას“ უწოდებდნენ. 
    2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time“ გამოუშვა, რაც მალევე გახდა მსოფლიო ჰიტი, ხოლო მისი თინეიჯერი თაყვანისმცემლების რაოდენობა ელვის სისწრაფით გაიზარდა. ბიბერის პირველი ალბომი „ჩემი სამყარო“ 2009 წელს გამოვიდა. ალბომით იმდენად გაითქვა სახელი, რომ საახალწლო ღონისძიებაზე თეთრ სახლში მიიწვიეს, სადაც ბარაკ და მიშელ ობამების წინაშე შეასრულა ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერა „Someday at Christmas“. 2011 წლის 14 თებერვალს გამოდის ფილმი ჯასტინის მონაწილეობით „ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს“. იგი ასახავს მომღერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფილმში ასევე ნაჩვენებია მისი კონცერტების ნაწყვეტები. 
    ჯასტინ ბიბერმა 2018 წლის მონაცემებით, თავისი კარიერის განმავლობაში 140 მლნ. ჩანაწერი გაყიდა. მსოფლიო მასშტაბით, ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია. 
    აღსანიშნავია, რომ მისი პოპულარობის მიუხედავად, ბიბერს საკმაოდ ბევრი კრიტიკოსი და მტრულად განწყობილი მსმენელი ჰყავს. ის არაერთხელ დაადანაშაულეს რასისტულ ხუმრობებში, პაპარაცებზე თავდასხმაში და ა.შ. ინტერნეტ-ლექსიკონში განმარტებაც კი გამოჩნდა თუ რას ნიშნავს იყო ჯასტინ ბიბერის „მტერი“(Justin Bieber Hater), რომლის თანახმადაც, ეს არის პიროვნება „რომელიც აფასებს ნამდვილ მუსიკას და ჯასტინ ბიბერის მიერ შექმნილი უნიჭო მასალისგან  არ აქვს ტვინი გამორეცხილი.“

  • ჰყავს მეუღლე - ჰეილი ბოლდუინი, რომელზეც 2018 წელს იქორწინა. დედა - პატრიცია მალეტი, ხოლო მამა - ჯერემი ბიბერი.

  • არის კანადისა და ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ქენდალ ჯენერთან, აშერთან, კიმ კარდაშიანთან, ლილ ვეინთან...

  • მისი ჰობია სკეიტბორდით კატაობა და ჰოკეის თამაში.
ეს პერსონა
Top