თემურ კენკებაშვილი (24 წლის)
  • ისტორიკოსი
  • 19 ოქტომბერი, 1995 წელი
  • სწავლობდა ინფორმაციული კვლევებისა და ანალიზის ცენტრში. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 

  • სამართალმცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ისტორიკოსი და მკვლევარი, რომელმაც 15 წლის ასაკში გამოაქვეყნა უნიკალური კვლევა, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების თარიღსა და მისი საფლავის ადგილმდებარეობას ეხებოდა. იგი ქართველ ვუნდერ-კინდადაც კი შერაცხეს, რადგან ამ ისტორიული მიგნების გარდა, მას 17 წლის ასაკში, უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 6 მონოგრაფია. 
    კვლევითი საქმიანობის პარალელურად, მან საზოგადოებას თავი, სკანდალური მასალების გამოქვეყნებითაც დაამახსოვრა. 2013 წელს, მან, „ქრონიკა +“-ს გადასცა ინფორმაციები, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ იღებდნენ, წინა ხელისუფლების პირობებში, ფარულ კადრებს და აგროვებდნენ კომპრომატებს ნებისმიერი ადამიანის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ის კუდ-ის თანამშრომელი იყო და ეს მასალებიც, სწორედ სამსახურის მეშვეობით ჰქონდა მოპოვებული. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ელისო კილაძესთან, თორნიკე დიხამინჯიასთან, ირინა ბიბილეიშვილთან, დავით ყურაშვილთან

  • მისი ინტერესების სფეროა: საქართველოს ისტორიის კვლევა
  • 12 წლის იყო, როდესაც საქართველოს ისტორიის კვლევით დაინტერესდა. 15 წლის ასაკში, უკვე უნიკალური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის ზუსტად ასახელებდა, თუ რომელს წელს გარდაიცვალა თამარი და სად არის ის დასაფლავებული. თუმცა, ეს ცნობები, დღემდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული. 17 წლის ასაკში, მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 6 მონოგრაფია. აქტიურად, იკვლევდა შუა საუკუნის ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის პრობლემებს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ისტორიის ქრონოლოგიის საკითხებს და ა.შ.  
    კვლევის გარდა, 18 წლის ასაკში, 2013 წელს, მან გამოაქვეყნა საკმაოდ სკანდალური მასალები, იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ ფარულ პირად კადრებს პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების შესახებ და შემდგოდ, როგორ აშანტაჟებდნენ მათ ამ კომპრომატებით. თემურ კენკებაშვილი, ამტკიცებდა, რომ ის, იმ პერიოდში კუდ-ის თანამშრომელი იყო და ეს მასალებიც, სამსახურის საშუალებით ჰქონდა მოპოვებული. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, ამტკიცებდა, რომ კენკებაშვილს კუდ-ში არასდროს უმუშავია  და შესაბამისად, ის ტყუილის ტირაჟირებას ახდენდა. 
    რაც შეეხება, მის სამუშაო გამოცდილებას, იყო „საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებათა საზოგადოების“ საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, „სამართლის თაობის“ თანამშრომელი, „ამერიკული აკადემიის“ ტრენერი, შპს „ორიენტირისა“ და  „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ აკადემიის ლექტორი. ამჟამად, არის კომპანია „სვეტის“ პიარ-მენეჯერი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top